ვიეტნამიდან ბელაჯიომდე: ჩო გიანგის ისტორია

70-იანი წლების მასიური მიგრაციისას, ჩო გიანგმა მშობლიური ვიეტნამი ნავით დატოვა და შესაძლებლობების ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების ნაპირს მიადგა. მიგრანტებისთვის განკუთვნილი დაბალშემოსავლიანი სამსახური მას თავის გატანის საშუალებას აძლევდა, მაგრამ პოკერში გამოვლენილმა ნიჭმა ის მალე მილიონერად აქცია. 

გიანგმა თამაში 80-იან წლებში დაიწყო, ხოლო 1991 წელს პირველი სატურნირო ანაზღაურება მიიღო. 1993 წელს მან WSOP-ის პირველი ოქროს სამაჯური მოიგო, რასაც 1998 და 2004 წლებში კიდევ 2 ოქროს სამაჯური დაემატა. მთლიანობაში ჯამში, მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $3.778.485 დოლარს შეადგენს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ტურნირები გიანგის კარიერის ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილია. 

ჩო გიანგი პოკერის სამყაროში ქეშ-გეიმების წყალობით გახდა ცნობილი. ჯენიფერ ჰერმანთან, ტოდ ბრანსონთან და ფილ აივისთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს უდიდეს ქეშ-გეიმში, რომელიც 2014 წელს ენდი ბილის წინააღმდეგ გაიმართა და რომელზეც $25.000/$50.000 ლიმიტირებულ ჰოლდემს თამაშობდნენ. 

რაც შეეხება მის ონლაინ პოკერის კარიერას: 2000-იანი წლების ბოლოს, როცა Full Tilt Poker-ზე მაღალი ლიმიტის ქეშ-გეიმები იმართებოდა, ჩო გიანგი ონლაინ რეგულარი გახდა. ის ისეთი სახელების წინააღმდეგ თამაშობდა, როგორებიც ჯონ ჯუანდა, ტომ დუანი, ვიქტორ ბლომი და გას ჰენსენი იყვნენ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა, 'ტვინგახურებული' მოთამაშის გამოჩენა მაშინ არავის უკვირდა, მაგრამ Full Tilt-ის დღეების დროს, ჩო გიანგი 50 წელს იყო გადაცილებული. 2009 წელს გამოცემულ წიგნში Deal Me In, ჩო გიანგი პოკერზე ლაპარაკობს: "პოკერს არაფერი აქვს საერთო იღბალთან. წლების განმავლობაში იღბლიანი ვერ იქნები. ეს თამაში ცოდნასა და უნარებზეა დამოკიდებული და არა იღბალზე." 

რუმები

ქართული უცხოური