რუმინელმა მოთამაშემ €33 ევროიანი სატელიტი €100.000-იან მოგებად აქცია
2019 წლის 888 poker LIVE Festival London-ის მეინ ივენთის გამარჯვებული 41 წლის რუმინელი ბიზნესმენი, ადრიან კონსტანტინი გახდა. ეს სახელი 888 poker LIVE-ის ისტორიაში მეორედ გაჟღერდა. მანამდე, 2018 წლის ბარსელონას მეინ ივენთზე, სულ სხვა რუმინელმა გაიბრწყინა, თუმცა, დამთხვევა სახელებში წარმოუდგენელი იყო: ადრიან კოსტინ კონსტანტინმა €114.025 ევრო მოიგო.
არავინ იცის, რამდენი რუმინელი არსებობს იგივე სახელითა და გვარით, რომელიც 888 poker LIVE-ის მოგებას შეძლებს, მაგრამ ადრიან კონსტანტინის ისტორია მართლაც განსაკუთრებულია. 41 წლის ბუქარესტელმა ბიზნესმენმა €33 ევროიანი სატელიტის თამაში გადაწყვიტა, რის შედეგადაც მეინ ივენთის €1.100 ევროიანი საგზური მიიღო. ლონდონში ჩასვლისა და 14 საათიანი მარათონული სესიის შემდეგ, კონსტანტინი ტურნირის მთავარ ჯილდოს, €100.000 ევროსა და 2020 წლის WSOP Main Event-ის საგზურს ფლობდა.
საერთო ჯამში, 888 poker LIVE-ის მთავარი ღონისძიება 518 მონაწილემ ითამაშა, საიდანაც საპრიზო ადგილებზე მხოლოდ 63 მათგანი მოხვდა. რუმინელმა მოყვარულმა მოთამაშემ 6 ოლ ინს გაუძლო და ყოველი მათგანიდან გამარჯვებული გამოვიდა. ფინალურ ჰედს-აპში მან ბრიტანელი ლეონ ლუისი დაამარცხა და სათამაშო კარიერაში საუკეთესო ანაზღაურება მიიღო.