სერგეი რეიჰაჩმა Poker Masters-ის $25.000 NL Hold'em-ის ივენთი მოიგო

Poker Masters-ის სერიები გრძელდება. უკანასკნელი ივენთის გამარჯვებული სერგეი რეიჰაჩი გახდა, რომელმაც 41 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და $369.000 დოლარი მოიგო. ეს ესპანელის რიგით მე-2 საუკეთესო ანაზღაურებაა. ის არაჩვეულებრივ ფორმაშია: მიმდინარე წლის აგვისტოში, მან EPT Barcelona-ზე €100.000 ევროიანი Super High Roller მოიგო, €1.816.2100 ევროიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

სერიებზე მხოლოდ 2 ტურნირი დარჩა ჩასატარებელი. როგორც ჩანს, მოთამაშეები Purple Jacket-ისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი მონდომებით ჩაერთვნენ, რადგანაც ტურნირი მძიმე სახელებით იყო დატვირთული: ანტონი ზინო, კერი კატზი, ჩენს კორნუთი, ბენ ჰითი, ნიკ პეტრანგელო, ალექს ფოქსენი, ერიკ საიდელი, ბაირონ კავერმანი, კეილ ბარნსი და დენ სმიტი - ყველანი აქ იყვნენ. 

საპრიზო ადგილები ნიკ პეტრანგელოს მე-7 პოზიციიდან გავარდნით გაიხსნა. სერგეი რეიჰაჩმა ჯერ შონ ვინთერი და ანდრაშ ნემეტი გამოთიშა ტურნირს, შემდეგ კი სემ სოვერელი ჩამოიშორა გზიდან. ესპანელი ამაზე არ გაჩერებულა. მის კარტს ტურნირის ყოფილი ჩიპლიდერი, თურქი ორფენ კისაჩიქოღლუც ემსხვერპლა. მისი უკანასკნელი მონაპოვარი ჯორჯ ვულფის სტეკი იყო. რეიჰაჩმა არაჩვეულებრივი ტურნირი და განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ფინალური მაგიდა ითამაშა. 

რაც შეეხება Purple Jacket-ის ლიდერბორდს: ყოფილმა ლიდერმა, ჩენს კორნუთმა უკან დაიხია და პირველობა სემ სოვერელს დაუთმო. წლევანდელ Poker Masters-ზე მისი შემოსავალი $594.000 დოლარს შეადგენს. კორნუთი მას $556.400 დოლარით მისდევს ფეხდაფეხ. 

რუმები

ქართული უცხოური