WSOPE €100.000 Super High Roller-ზე ჩინ ვეი ლიმმა €2.172.104 ევრო მოიგო
ჩინ ვეი ლიმი როზვადოვში არაჩვეულებრივ დროს ატარებს. რამდენიმე დღის წინ, მალაიზიელმა მოთამაშემ €250.000 Super High Roller-ზე €1.342.459 მე-2 ადგილი დაიკავა და ევრო მოიგო. გუშინ კი, €100.000 Diamond High Roller-ის ფინალში ჟან-ნოელ ტორელი დაამარცხა და €2.172.104 ევრო მიიღო.
King's Casino-ში გამართულ ევროპულ სერიებზე, ძვირადღირებული ტურნირები განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობენ, თუმცა, ფასის გამო, მასზე დარეგისტრირებას ბევრი ვერ ახერხებს. როზვადვოში შეკრებილთაგან €100.000 ევროს გადახდა მხოლოდ 34 მოთამაშემ ისურვა. ტურნირზე გაკეთებულ რე-ბაისაც თუ გავითვალისწინებთ, საერთო ჯამში, ტურნირზე 72 გადახდა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მოთამაშე, ვისაც ბაი-ინის ორჯერ ყიდვა დასჭირდა, ფილ აივი იყო: მან A5-ით ოლ ინი გააკეთა და კრისტოფ ვოგელსანგის 66-თან წააგო. რე-ბაის შემდეგ, აივიმ საპრიზო ადგილის დაკავება მოახერხა და დახარჯული ფული მინიმალური ანაზღაურებით გააბათილა.
რაც შეეხება ჩინ ვეი ლიმს, ის საკმაოდ თავმდაბალი აღმოჩნდა. მან მადლობა გადაუხადა მაიკლ სოიზას და სხვა მოთამაშეებს, რომლებთანაც სტრატეგიაზე და ზოგადად თამაშზე ბევრს ლაპარაკობდა. "ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად გამოიყურება, - ყვება მალაიზიელი, - დიდი ხნის განმავლობაში წაგების გარდა არაფერი მიკეთებია და მეც მივეჩვიე თამაშში ფულის დაკარგვას. ჩეხეთში ჩამოსვლის შემდეგ კი იღბალი აშკარად ჩემკენაა და ყველაფერს ვიგებ. ვხვდები, რომ აქ შეკრებილი მოთამაშეებიდან ბევრი მჯობია, მაგრამ როცა გიმართლებს, შენი დამარცხება შეუძლებელია. გრძელ და დამღლელ თამაშს ველოდი, მაგრამ ყველაფერი ისე წავიდა, რომ 6 საათში ტურნირი ჩემი იყო."
ფინალურ მაგიდაზე ანატოლი ფილატოვი, მატიას აიბინგერი, ოლე შემიონი და ფილ აივი მოხვდნენ. მინიმალური ანაზღაურება - €212.504 ევრო, სწორედ აივის შეხვდა.