WSOPE-ის სუპერ ჰაიროლერზე ჯეიმს ჩენმა €2.844.215 ევრო მოიგო

როზვადოვში წლევანდელი WSOPE-ის ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი, €250.000 ევროიანი სუპერ ჰარი როლერი დასრულდა. 30 ენტრანტის რეგისტრაციისა და 8 რე-ბაის შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდი €7.125.000 ევრომდე გაიზარდა. 

ღონისძიების გამარჯვებული ტაივანელი ქეშ-გეიმერი, ჯეიმს ჩენი გახდა. 2019 წელს, ჩენი ერთხელ უკვე მიუახლოვდა WSOP-ის ოქროს სამაჯურს: ლას ვეგასში გამართული სერიების 45-ე ივენთზე, ფინალურრ ჰედს-აპში, ის სტივენ ჩედვიკთან დამარცხდა. ამჯერად, ჩენის მონდომებამ და ლოდინმა შედეგი გამოიღო: მისმა ანაზღაურებამ €2.844.215 ევრო შეადგინა, რაც დაახლოებით $3.142.848 დოლარის ექვივალენტია. 

ჯეიმს ჩენი პირველი ტაივანელი გახდა, რომელმაც WSOP-ის ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო. რა თქმა უნდა, ის ტაივანის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების სიის სათავეში მოექცა. 

გამარჯვების მოსაპოვებლად, ჯეიმს ჩენს რთული ლაინ-აფის დამარცხება მოუხდა: კერი კატზი, ტონი ჯი, კრისტოფ ვოგელსანგი, დომინიკ ნიცშე, რაიან რაისი - ყველანი ფინალურ მაგიდაზე იყავნენ. "ტურნირებს,  როგორც წესი, არ ვთამაშობ, - ამბობს ჩენი, - მე უფრო ქეშ-გეიმი მაინტერესებს. ქეშ-გეიმზე გაცილებით დიდი სტეკი გაქვს და გაცილებით რთულ და ჩახლართულ სიტუაციებში ხვდები, რაც თამაშს დამატებით ხიბლს აძლევს. ტურნირზე მნიშვნელოვანი სტრატეგია არ მაქვს. უბრალოდ, ჩემი საუკეთესო პოკერის თამაშს ვცდილობ."

გადამწყვეტ ჰედს-აპში, ჩენი მალაიზიელ ჩინ ვეი ლიმს დაუპირისპირდა. არაერთი გაორმაგების შემდეგ, ჩენის სტეკი იმდენად დიდი იყო მოწინააღმდეგისაზე, რომ მას მალაიზიელის დამარცხება არ გასჭირვებია. ჩინ ვეი ლიმს, მეორე ადგილისთვის, €1.757.857 ევრო ხვდა წილად.

 

რუმები

ქართული უცხოური