3 დღის განმავლობაში დიმიტრი ურბანოვიჩმა 2 ტურნირი მოიგო

ბელარუსი მოთამაშის ფენომენალურ შესაძლებლობებზე ბევრს ლაპარაკობენ. ის ნებისმიერი ჰაი როლერ მოთამაშისთვის არაკომფორტული მეტოქეა. ამჯერადაც, დიმიტრი ურბანოვიჩმა PartyPoker-ის KO სერიების 2 ივენთი მოიგო. 

მისი პირველი გამარჯვება 34-ე ივენთზე მოვიდა, რომლის ბაი-ინიც $5.200 დოლარი იყო. 183 მონაწილემ $933.000 დოლარიანი საპრიზო ფონდი შექმნა, რომლის ერთი ნახევარი საპრიზო ადგილების ანაზღაურებისთვის დაიხარჯა, მეორე კი იმ მოთამაშეებს შეხვდათ, რომლებმაც მეტოქის ტურნირიდან გამოთიშვა შეძლეს. 

ონლაინ ტურნირის ანაზღაურება ურბანოვიჩის მსგავსი მოთამაშისთვის დიდი ვერასდროს იქნებოდა, რომ არა ნოკ აუტებისთვის დაწესებული თანხა: 1-ლი ადგილისთვის ბელარუსმა $77.621, ხოლო მოწინააღმდეგეების გაგდებისთვის დამატებითი $115.171 დოლარი მიიღო. 

მე-2 ტურნირი გაცილებით რთული მოსაგები ჩანდა. $530 დოლარიანი ბაი-ინის გამო, ღონისძიებაზე გაცილებით მეტი - 389 მონაწილე დარეგისტრირდა. დაბალი ბაი-ინის შესაბამისად, ანაზღაურებაც ბევრად მოკრძალებული იყო: $14.719 - პირველი ადგილისთვის და $19.257 - ნოკ აუტებისთვის. საერთო ჯამში, ურბანოვიჩმა $226.728 დოლარი მოაგროვა. 

რუმები

ქართული უცხოური