Venetian Poker Room-მა საპრიზო ფონდზე ლიმიტი დააწესა
ტრადიციულად, ლას ვეგასში მდებარე Venetian Poker Room მსოფლიოს ჰაი როლერებს ძვირადღირებული ტურნირებით იზიდავდა. ე.წ. Black Friday-ის შემდეგ, როცა აშშ-ში ონლაინ პოკერი აიკრძალა, მოთამაშეებმა Venetian-ს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის მიზეზი მისი მფლობელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი - შელდონ ადელსონია.
84 წლის მილიარდერი Sands Corp.-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც თავის მხრივ Venetian-ს და Palazzo-ს ფლობს. სხვა ბიზნესმენების მსგავსად, ადელსონს მნიშვნელოვანი კონტაქტები ჰყავს სენატში. როცა პოკერის ბუმი დაიწყო, ის აქტიურად ლობირებდა ონლაინ პოკერის აკრძალვას. მიზეზი მარტივია: მას სურდა, მოთამაშეები ლაივ კაზინოებზე გადართულიყვნენ, რითიც მისი შემოსავალიც გაიზრდებოდა. სწორედ ეს ამბავი გახდა მოთამაშეების ბოიკოტის მიზეზი.
Venetian-მა კაზინოს სტუმრებს კიდევ ერთი არასასიამოვნო სურპრიზი შესთავაზა: 21-27 ოქტომბერს კაზინოში Lucky Shot Poker Series გაიმართება, რომელიც რამდენიმე ტურნირს აერთიანებს. სერიების ორგანიზატორებმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს: $250 დოლარიანი ტურნირის საპრიზო ფონდი, რომელიც გარანტირებულ $150.000 დოლარს მოიცავს, უცვლელი დარჩება. თუ ბაი-ინების რაოდენობა საპრიზო ფონდის თანხას გადააჭარბებს, ის მთლიანად კაზინოს ბიუჯეტში წავა.
ეს იმას ნიშნავს, რომ 600 მოთამაშისთვის ტურნირი საკომისიოს არ მოითხოვს. ხოლო თუ ივენთზე მეტი მოთამაშე დარეგისტრირდა, საპრიზო ფონდი იგივე დარჩება, ხოლო მოთამაშეების საკომისიო განუსაზღვრელი პროცენტით გაიზრდება.
Venetian-ის გადაწყვეტილებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა პროფესიონალი მოთამაშისგან და ბლოგერისგან - ჯეფ სლუზინსკისგან: "თუ ტურნირზე 900 მოთმაშე დარეგისტრირდა, კაზინო მათგან 33%-ს წაიღებს. 1.200 ენტრანტის პირობებში კი მოთამაშეებს ბაი-ინის ნახევარი დაეკარგებათ."
დაგ პოლკმა ღიად მოუწოდა მოთამაშეებს სერიების ბოიკოტისკენ. Venetian-ის წინააღმდეგ აქციას ასევე შეუერთდა Run It Once-ის დამაარსებელი - ფილ გალფონდი.