პოლ ნიუიმ დაბადების დღე ტურნირის მოგებით აღნიშნა

თუკი შეიძლება პოკერში ტერმინი "არაპროფესიონალი ჰაი სტეიკს რეგულარი" არსებობდეს, ეს ტიტული პოლ ნიუის შეხვდებოდა. ბრიტანელმა მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა ქონების დაგროვება საკრედიტო კომპანია Ocean Finance-ით შეძლო, მაგრამ ის არც სათამაშო მაგიდებიდან მიღებულ შემოსავალზე ამბობს უარს - მისი საერთო სატურნირო მოგება $5 მილიონ დოლარს ითვლის. 

დაბადების დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლ ნიუიმ საკუთარ თავს არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა: მან Poker Central-ის მიერ ორგანიზებული British Poker Open-ის მე-2 £10.000-იანი ტურნირი მოიგო და ფინანსური მდგომარეობა £156.400 ფუნტ სტერლინგით გაიუმჯობესა. 

ნიუის ამოცანა საკმაოდ რთული იყო: ფინალურ მაგიდასთან ის ერთადერთი მოყვარული მოთამაშე იყო. მის წინააღმდეგ სტივენ ჩედვიკი, კერი კატზი, სემ გრინვუდი, მიკიტა ბადიაკოვსკი, ელიო ფოქსი და სემ სოვერელი ისხდნენ. ფინალურ ჰედს-აპში ბრიტანელმა ბიზნესმენმა სწორედ სოვერელის დამარცხება შეძლო. მანამდე კი, ნიუიმ ისეთი მოთამაშეები ჩამოიშორა გზიდან, როგორებიც დევიდ პიტერსი და კორაი ალდემირი არიან. 

რუმები

ქართული უცხოური