WSOP-ის სტატისტიკა: რეკორდები, ანაზღაურებები, დემოგრაფია
2019 წლის WSOP-ის მეინ ივენთმა მოლოდინს გადააჭარბა: მასზე 8.569 მონაწილე დარეგისტრირდა. წლევანდელ მთავარ ტურნირს მხოლოდ 2006 წლის მეინ ივენთი უსწრებს, რომელზეც 8.773 მონაწილე იყო დარეგისტრირებული. მაშინდელი ღონისძიება ჯეიმი გოლდმა მოიგო, $12.000.000 დოლარიანი ანაზღაურებით. წლევანდელი მეინ ივენთის პირველადგილოსანს კი $10.000.000 დოლარი შეხვედბა.
WSOP-ის ისტორიაში 2003 წელი უმნიშვნელოვანესი თარიღია: მაშინ მეინ ივენთი კრის მანიმეიქერმა მოიგო, რამაც ე.წ. "პოკერის ბუმი", ანუ პოკერის პოპულარობის არნახული ზრდა გამოიწვია. "პოკერის ბუმის" დაგვირგვინებად 2006 წელი ითვლებოდა, როცა მთავარ ღონისძიებაზე სარეკორდო რაოდენობის მოთამაშე დარეგისტრირდა. პოკერის დაღმასვლაზე და პოპულარობის დაკარგვაზე უამრავი ექსპერტი აკეთებდა პროგნოზს, თუმცა, ეს ასე არ მოხდა და წლევანდელი საზაფხულო სერია ამის ნათელი მაგალითია. მოდით, თვალი გადავავლოთ რამდენიმე მაჩვენებელს, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რა მდგომარეობაშია WSOP-ის ყველაზე პოპულარული, $10.000 დოლარიანი ტურნირი.
WSOP-ის მეინ ივენთის საუკეთესო დასწრება:
წელი | ენტრანტები | ჩემპიონი | ანაზღაურება |
2006 | 8.773 | ჯეიმი გოლდი | $12.000.000 |
2019 | 8.569 | უცნობია | $10.000.000 |
2018 | 7.874 | ჯონ სინი | $8.800.000 |
2010 | 7.319 | ჯონათან დუჰამელი | $8.944.310 |
2017 | 7.221 | სკოტ ბლუმშტაინი | $8.150.000 |
2019 წლის WSOP-ის მეინ ივენთის დემოგრაფია:
პოზიცია | ქვეყანა | მოთამაშეთა რაოდენობა |
1 | აშშ | 6.110 |
2 | კანადა | 420 |
3 | დიდი ბრიტანეთი | 414 |
4 | საფრანგეთი | 151 |
5 | ჩინეთი | 117 |
6 | გერმანია | 105 |
7 | ბრაზილია | 104 |
8 | ავსტრალია | 91 |
9 | რუსეთი | 79 |
10 | ავსტრია | 73 |
2019 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ასაკობრივი მაჩვენებლები:
ასაკი | საერთო რიცხვი | მამაკაცები | ქალები |
21-25 | 332 | 327 | 5 |
26-30 | 1.351 | 1.312 | 39 |
31-35 | 1.894 | 1.828 | 66 |
36-40 | 1.305 | 1.245 | 60 |
41-45 | 891 | 861 | 30 |
46-50 | 900 | 856 | 44 |
51-55 | 703 | 666 | 37 |
>56 | 1.193 | 1.124 | 69 |
სულ | 8.569 | 8.219 | 350 |