მორის ჰოკინსმა სარეკორდო მ-13 WSOPC ბეჭედი მოიგო
უცნობია, მერამდენედ გააუმჯობესა მორის ჰოკინსმა საკუთარი რეკორდი... WSOP Circuit-ის ამერიკელმა რეგულარმა WSOPC-ის მე-13 ოქროს ბეჭედი მოიგო და ვალენტინ ვორნიკუს ერთი ადგილით გაუსწრო. ვორნიკუ მორის ჰოკინსს 2 კვირის წინ დაეწია, როცა WSOPC-ის მოგება მე-12-ედ მოახერხა.
ჰოკინსის ახალი რეკორდი Horseshoe Tunica-ში დამყარდა, $400 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე, სადაც მან 432 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და $31.372 დოლარი მოიგო. მორის ჰოკინსის ცხოვრებისეული შემოსავალი $2.3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ თანხის მოგროვება ჰოკინსმა WSOPC-ის 89 საპრიზო ადგილის საშუალებით შეძლო.
"ძალისხმევა არ დავიშურე, რომ უკეთ მეთამაშა, - ყვება მორის ჰოკინსი, - ვეცადე, რომ უფრო კონცენტრირებული ვყოფილიყავი და ის ცოდნა გამომეყენებინა, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. რაც მთავარია, ვცდილობ, უკეთესი ადამიანი ვიყო, როგორც სათამაშო მაგიდასთან, ისე მის მიღმაც."
რამდენიმე დღის წინ, მორის ჰოკინსის 'ტვიტერზე' შემდეგი პოსტი გამოჩნდა: "არ აქვს მნიშვნელობა შენს გარემოებას, შესაძლებლობებს და განათლებას. თუ ძალა გაქვს, ტრაკი უნდა აწიო და შენი ოცნებების ასასრულებლად მუშაობა დაიწყო." როგორც შემდგომი პოსტებიდან ირკვევა, ის 2019 წლის WSOP-ის საზაფხულო სერიებზე აქტიურ თამაშს გეგმავს. WSOP-ის ოქროს სამაჯურს ის 2 წლის წინ მიუახლოვდა, როცა Monster Stack-ის ივენთზე, 6.716 მოთამაშეს შორის მე-6 ადგილზე გავიდა. მაშინ ჰოკინსმა $213.000 დოლარი მოიგო. Circuit-ის ლეგენდა საზაფხულო სერიებზე მინიმუმ ერთი ოქროს სამაჯურის მოგებას აპირებს.