ფილ ჰელმუტი WSOP-ზე მის ისტორიას იხსენებს და მომავალზე გვიყვება

"როცა დიდ პოკერში მოვედი, თამაშზე და თავად WSOP-ზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ხალხი ხშირად ახსენებდა ამ სიტყვას, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, რას ნიშნავდა" - დღესდღეობით კი, ფილ ჰელმუტის სახელი WSOP-ისთან ასოცირდება. ლეგენდარულ მოთამაშეს სარეკორდო 15 ოქროს სამაჯური აქვს მოგებული. 

"ლას ვეგასში 8 კარტიან სტადს ვთამაშობდი. WSOP-ის მეინ ივენთზე ბევრი ჩიპი დავაგროვე და ვიღაც ჯონი ჩენთან ბლეფის გაკეთება გადავწყვიტე" - მაშინიდელი ბლეფი "ვიღაც" მოთამაშესთან დიდი კრახით დასრულდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, WSOP Main Event-ის ფინალურ ჰედს-აპში ჰელმუტმა სწორედ ლეგენდარული ჯონი ჩენი დაამარცხა, რომელიც ჩემპიონის ტიტულის მე-3-ედ მოპოვებას ცდილობდა. 

მაშინ ფილ ჰელმუტი ახალგაზრდა მოთამაშე იყო, რომელიც უფროს თაობას უპირისპირდებოდა. მის წინააღმდეგ ისეთი სახელები თამაშობდნენ, როგორებიც ჯონი მოსი და დოილ ბრანსონი იყვნენ. 

როგორც WSOP-ის რეკორდსმენი ამბობს, მისი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი და დამხმარე მისი მეუღლეა, რომელიც მასზე დიდ გავლენას ახდენს: "ჩემი ჯანმრთელობა თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. ამის შემდეგ ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები მოდიან. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ ვაქცევ ყურადღებას სამაჯურების რაოდენობას და ფინანსურ კეთილდღეობას."

შარშანდელ WSOP-ზე, ჰელმუტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდი პრობლემა ჰქონდა. მას ხერხემლის მალის თეაქარი დაუდგინდა, რომლის შესახებაც მხოლოდ ოჯახმა და ორმა მეგობარმა - ბრენდონ კანტუმ და მაიკ მატუსოუმ იცოდნენ. "ტურნირზე აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი. ვიფიქრე, რომ თუ ამის შესახებ საჯაროდ ვიტყოდი, ჩემს დამარცხებას რაღაც გამართლებას მოვუძებნიდი." მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა მე-15 სამაჯურის მოგება. 

გასული წლის WSOP-ზე ჰელმუტის სესიას ინციდენტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია: ფოლდის შემდეგ მან ჯეიმს კემპბელის ხელი ფაქტიურად ყველასთვის ნათელი გახადა, რამაც მეხანძრის სატურნირო სიცოცხლე შეიწირა. "ასეთი ამბები WSOP-ზე ყოველთვის ხდება, მაგრამ მას ხალხი დიდ ყურადღებას არ აქცევ. როცა ფილ ჰელმუტი აკეთებს იგივეს, ყველაფერი იცვლება." სწორედ ამიტომ, მან კემპბელს 2019 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ადგილის ყიდვა შესთავაზა, რაზეც მეხანძრე სიხარულით დათანხმდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ექსცესებისა და გართულების გარეშე დასრულდა.

ერთ-ერთი მთავარი ტურნირი, რომელსაც ჰელმუტი მოუთმენლად ელის WSOP Braclet Winners Only Event-ია, რომელში მონაწილეობის მიღებაც მხოლოდ იმ მოთამაშეებს შეუძლიათ, ვინც ოქროს სამაჯურს ფლობს. თქვენ იფიქრებთ, რომ ჰელმუტი მთავარ საშიშროებას დენიელ ნეგრანუსგან, ან ფილ აივისგან ხედავს... "ჯო კადა! ის მთავარი კონკურენტი იქნება. ნახეთ, რა ქნა შარშან?! მან 2 ოქროს სამაჯურის მოგება და მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე გასვლა შეძლო. რაც მან გააკეთა, სრულიად წარმოუდგენელი იყო! ნეგრანუ და აივი ყოველთვის საშიშები არიან. მაგრამ ახალგაზრდა თაობაც უნდა გავითვალისწინოთ. მატეოსი, კემპე, ნიცშე - ამ მოთამაშეებმა ადრეულ ასაკში მოახერხებს დიდი ტურნირების მოგება, რაც ჩემს საქმეს კიდევ უფრო ართულებს."

რას ფიქრობს ფილ ჰელმუტი თავის რეკორდზე? რამდენად შეიძლება მისი გამეორება ან გაუმჯობესება? "უამრავ მოთამაშეს აქვს ამის შანსი. განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. მაგრამ ამისთვის სრული თავდადებაა საჭირო. როცა ქეშ-გეიმზე დღეში $20.000-ის მოგების შანსი გაქვს, ტურნირებს დიდ ყურადღებას აღარ აქცევ და ეს ყველაფერს ცვლის."

რაც შეეხება წლევანდელი WSOP-ის გეგმებს: "რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე WSOP-ის 50-ე წლისთავზე, 55 წლის ასაკში ოქროს სამაჯურის მოგება?"

რუმები

ქართული უცხოური