ფილ ნაგი პოკერის ბოტებს ბრძოლას უცხადებს

American Cardroom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - ფილ ნაგიმ ამერიკული ტურნე მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ACR-ის (American Cardroom) მიერ ბოტებთან ბრძოლის გეგმაზე ისაუბრა. 

ACR-ის თავკაცმა ჯერ shostnlost-ის პოდკასტში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი პოკერ-რუმის მიერ ჩატარებულ რეიდზე მოგვითხრო: "ჩვენ დაზარალებული მოთამაშეების დაფინანსების პირველი გამჭვირვალე პროგრამა წარმოვადგინეთ. კომპანიამ ერთ-ერთი მსხვილი ბოტი გამოააშკარავა, რომელიც FoxRox-ის სახელით იყო ცნობილი. 4.001 მოთამაშეს კი $178.728 დოლარის ზარალი ავუნაზღაურეთ."

მოთამაშეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების გამჭვირვალე პროგრამა პოკერის ისტორიაში პირველია. მისი ავტორი Winnin Poker Network-ია - ქსელი, რომლის შვილობილ კომპანიად სწორედ ACR და Black Chip Poker გვევლინებიან. გასულ თვეში, PartyPoker-ის უსაფრთხოების გუნდმა დიდი რეიდი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ასეულობით ბოტი იქნა გამოვლენილი. თუმცა, ზარალის ანაზღაურების გამჭვირვალე პროგრამა სრულიად ახალი სიტყვაა. 

"ჩვენ არ გავჩერდებით, - ამბობს ნაგი, - ჩვენ ბრძოლა გამოვუცხადეთ ბოტებს და მათ უკან მდგომ ადამიანებს. ის 5 დღის განმავლობაში უამრავ ინტერვიუს მისცემს, რომლის დროსაც გამჭვირვალე პროგრამის დეტალებზე ისაუბრებს

რუმები

ქართული უცხოური