2019 წლის Triton High Roller Series-ის უდიდესი ბლეფები
როგორც წესი, მსოფლიო პუბლიკა ამერიკულ პოკერს გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე დანარჩენ რეგიონებში გამართულ ტურნირებს. მაგრამ როცა ფსონები იზრდება, ინტერესიც მატულობს: Triton High Roller-ის სერიებს უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. პოკერის სამხრეთ კორეულ ფესტივალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ამ სტატიაში 'ტრიტონის' სერიების უდიდეს ბლეფებს წარმოგიდგენთ:
UTG-ის პოზიციიდან, 65-ით სემ გრინვუდმა საწყისი რეიზი გააკეთა, ვაი კინგ იონგმა 'კატოფიდან' TT-ით, რუი კაომ 'ბატონიდან' 75-ით, ხოლო ტან ჰუანმა 'ბიგ ბლაინდიდან' A4-ით გრინვუდის ფსონს უპასუხეს. 332 ფლოპი გრინვუდმა და ჰუანმა ცვლილების გარეშე გაატარეს, ხოლო ვაი კინ იონგმა თავისი 'ათიანებისთვის' სწორი დრო გამონახა და ბანკი 1/3-ით გაზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველამ გაყოლა გადაწყვიტა. თერნზე 332K იდება და ყველა ჩექს არჩევს. რივერზე კიდევ ერთი 'ჯვარი' იდება: 332KJ. სემ გრინვუდმა დროულად გადაწყვიტა პრეფლოპ რეიზერის სტატუსის გამოყენება და A განასახიერა: მან ბანკის ნახევარი დადო, რასაც მოთამაშეების ფოლდი მოჰყვა.
დევიდ პიტერსი ვაჭრობას KJ-ით ხსნის, რაზეც სემ გრინვუდი QQ-ით და ჩოუ ჰინ იანგი 77-ით პასუხობენ. 6AK ფლოპზე გრინვუდი ჩექს აკეთებს. ჩოუ ჰინ იანგს მოწინააღმდეგის ჩექში სისუსტეს გრძნობს და ბანკის 30%-ს ჩამოდის. რეიზის ინიციატორი, დევიდ პიტერსი კარტს ყრის, ხოლო გრინვუდი შეტევას 'ჯიბის წყვილით' ღებულობს. 6AK3 თერნზე ორივე მოთამაშე ფრთხილობს და ჩექის ოპციას არჩევენ. რივერზე დადებული J, წესით, გრინვუდისთვის კომფორტული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის მაინც ჩექს აკეთებს. ჩოუმ უკვე იცის, რომ გრინვუდი საკუთარ ხელში დარწმუნებული არაა. ამიტომაც, ის A-ის ან JJ-ის 'ჯიბის წყვილის' წარმოჩენას ცდილობს და ბანკის ნახევარს დებს, რასაც გრინვუდის ფოლდი მოჰყვება.
ტოპ 5 ბლეფის ნახვა ქვემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: