ბლიც ინტერვიუ პოტ-ლიმიტ ომაჰას ექსპერტთან, ლუდოვიკ გაილიჰთან
სულ ცოტა ხნის წინ PartyPoker-მა თავის პროფესიონალთა გუნდს ლუდოვიკ გაილიჰი დაამატა. შოტლანდიელი მოთამაშე პოტ-ლიმიტ ომაჰას ექსპერტად მიიჩნევა. მისი საერთო სატურნირო მოგება $2.237.208 დოლარს შეადგენს, რაც ყველაზე შემოსავლიანი შოტლანდიელების სიაში მას მე-4 პოზიციას ანიჭებს. მიმდინარე წლის აპრილში მან ბარსელონაში გამართული PartyPoker-ის €1.100 ევროიანი ტურნირი მოიგო, €306.421 ევროთი პირველი ადგილისთვის.
ლუდოვიკ გაილიჰს ონლაინ გამოცემა HighStakesDB ესაუბრა. ჩვენ ამ ინტერვიუს ნაწყვეტს გთავაზობთ.
როდის დაიწყე პოკერის თამაში?
თამაში ჩემი უბნის სნუკერის კლუბში დავიწყე, როცა 15-ის ვიყავი.
ქეშ-გეიმს ამჯობინებ თუ MTT-ის?
როგორც წესი, დიდი ტურნირები მირჩევნია, რადგან გაცილებით მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მიწევს. მაგრამ პოტ-ლიმიტ ომაჰას ქეშ გეიმებზე უარს ვერ ვამბობ ხოლმე.
ულიმიტო ჰოლდემი თუ პოტ-ლიმიტ ომაჰა?
PLO გაცილებით მხიარული თამაში მგონია.
5 საუკეთესო მოთამაშე?
საუკეთესო მოთამაშეები მუდმივად იცვლებიან. ამ მომნეტში, ვფიქრობ, რომ გერმანელებისკენ ვიხრები.
ყველაზე ცუდი მოთამაშე?
უხერხული სათქმელია, მაგრამ კევინ ჰართი უნდა დავასახელო.
PartyPoker-ის სიიდან, რომელ მოთამაშეს გამოარჩევდი?
ალბათ, ფედორ ჰოლცს. მან ყველაფერს ძალიან ჩქარა მიაღწია.
წარმოიდგინე, რომ 6 კაციან მაგიდაზე თამაშობ. ვინ იქნებოდა დანარჩენი 5 მოთამაშე?
ერთ-ერთი აუცილებლად იქნებოდა ჯეიკ კოდი. დანარჩენ ადგილებს, ალბათ, ცნობილ ადამიანებს დავუთმობდი: ენტონი ჰოპკინსი, ელონ მასკი და რობინ უილიამსი.
პოკერთან დაკავშირებული ყველაზე ცუდი მოგონება?
ლონდონში ნათამაშები EPT, როცა მე-4 ადგილი ავიღე.
საუკეთესო მოგონება?
ონლაინ მოგებული პოტ-ლიმიტ ომაჰას ტურნირი, რომელზეც $460.000 დოლარი მოვაგროვე. მაშინ დიდ მინუსში ვიყავი და მსგავსი თანხა ნამდვილი შვება იყო.