მიკიტა ბადიაკოვსკიმ WSOPE-ის Short Deck ივენთი მოიგო

ბელარუსი მოთამაშის წარმატებული წელი გრძელდება - მიკიტა ბადიაკოვსკიმ WSOP Europe-ის ფარგლებში გამართული შორთ დექ ივენთი მოიგო, €213.000 ევროიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

მართალია, ბადიაკოვსკის მართლაც კარგი 'რანი' აქვს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მისი უკანასკნელი გამარჯვება განსაკუთრებული სირთულით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა. ბადიკაოვსკიმ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ადვილი გამარჯვება მოიპოვა. როგორც ჩანს, როზვადოვის სტუმრებს შედარებით დაბალბიუჯეტიანი ტურნირები აინტერესებთ, რადგან €25.000 ევროიან ივენთზე მხოლოდ 9 მოთამაშე დარეგისტრირდა. იმის წყალობით, რომ გავარდნის შედმეგ ტურნირის მონაწილეებმა 6-ჯერ გამოიყენეს რე-ბაის ოპცია, პირველი ადგილისთვის განსაზღვრული საპრიზო თანხა 213.000 ევრომდე გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ ბადიაკოვსკი მართლაც კარგად მოერგო 'შორთ დექის' მაგიდებს. ქეშ-გეიმზე ნანახი წარმატების გარდა, Triton Super High Roller-ის ფარგლებში გამართულ ტურნირზე მან $500.000 დოლარი მოიგო. ბადიაკოვსკის სატურნირო შემოსავალი მალე $20.000.000 დოლარიან ზღვარს გადააბიჯებს. 

ფინალურ ჰედს-აპში მან მალაიზიელი იი ლიუ სენგი დაამარცხა, რომელმაც მე-2 ადგილისთვის €142.500 ევრო მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური