ასი მოშემ ისრაელის გუნდს WSOP-ის მე-2 ოქროს სამაჯური მოუტანა
ორიდან ორი ისრაელის დესანტისთვის - თამირ სეგალის შემდეგ, ასი მოშემ WOSP-ის ოქროს სამაჯური მოიგო. სეგალისგან განსხვავებით, რომელმაც გამარჯვებას 2.991 მოთამაშეს შორის მიაღწია, მოშემ 221-იანი ფილდი დაამარცხა. WSOPE-ის წლევანდელი სეზონის რიგით მე-2 ივენთმა ასი მოშეს €82.280 ევროიანი ანაზღაურება და კარიერაში მე-2 ოქროს სამაჯური მოუტანა. ამ შედეგით ის თავის თანამემამულეს - რაფი ამიტს გაუთანაბრდა.
2 დღის განმავლობაში 2 ოქროს სამაჯური, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ისრაელია, დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური რეგიონის წარმომადგენლები საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ - მოშეს უკანასკნელი გამარჯვებით, ისრაელმა მე-12 ოქროს სამაჯური მოიპოვა.
"ისრაელის საიდუმლო? წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ორიდან ორი სიგიჟეა. პოკერში ამ სიტყვას ხშირად იყენებენ, მაგრამ სიგიჟის გარდა ამ მოვლენას ვერაფრით აღვწერ" - ყვებოდა გამარჯვების შემდეგ ასი მოშე. მიუხედავად იმისა, რომ მოშემ ფინალური დღე ჩიპლიდით დაიწყო, რომელიც ერთი წამითაც არ დაუკარგავს, გერმანელი რობერტ შულცის დასამარცხებლად მას 90 წუთიანი ჰედს-აპის თამაში დასჭირდა.