დოილ და ტოდ ბრანსონები ახალი საიტისთვის ერთიანდებიან

წელს, დოილ ბრანსონმა თავისი უკანასკნელი WSOP-ის ტურნირი ითამაშა. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ 'პოკერის ნათლია' დიდი თამაშიდან მიდის. ის დღემდე ესწრება Bobby's Room-ში გამართულ უმსხვილეს ქეშ-გეიმებს, სადაც მილიონობით დოლარი ტრიალებს. გარდა ამისა, დოილ ბრანსონი საკუთარ შვილთან - ტოდთან ძალების გაერთიანებას და ახალი სატრეინინგო საიტის შექმნას გეგმავს. 

"ტოდს ორ წელზე მეტია ამ საიტის შექმნა უნდა, - ყვება დოილი, - გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვიცლიდი. ვფიქრობ, რომ სწავლება ძირითად სტრატეგიას მოიცავს; ვეცდებით ავხსნათ, როგორ მოახდინოს მოთამაშემ სხვადასხვა სტილის დროული გამოყენება, განვიხილავთ სიტუაციურ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს; რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ პოკერის 'თელებზე". 

კურსის ღირებულება $149 დოლარი იქნება და მასში წიგნი, აუდიო დისკი, ჩარტები და საიტის აქტიური ექაუნთი შევა. როგორც ტოდ ბრანსონი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ სტუდენტებად უკვე გამოცდილ მოთამაშეებს აიყვანენ: "ეს სისტემა აპრობირებულ სასწავლო ტექნიკას ეყრდნობა. ის დაეხმარება, როგორც დამწყებებს, ისე - ექსპერტებსაც. ეს არ იქნება ერთბაშად მოყრილი ინფორმაცია - ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ამ ინფორმაციის მიღებაზე, ანალიზზე და მის შენარჩუნებაზე."

ტოდ ბრანსონი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქეშ-გეიმ სპეციალისტია. რაც შეეხება დოილ ბრანსონს: თანამედროვე პოკერის განვითარებას და იმ დონეზე მისვლას, რა დონეზეც ახლა ბევრისთვის საყვარელი თამაში იმყოფება, სწორედ დოილ ბრანსონს და მის ლეგენდარულ წიგნს - Supersystem: a course in Power Poker-ს მიაწერენ. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო პოკერზე დაწერილი წიგნების ბუმი. მას შემდეგ წიგნები გამოუშვეს ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც ბობი ბოლდვინი, სემ ჰარინგტონი, მაიკ კარო, დევიდ სკლანსკი, დენიელ ნეგრანუ და ფილ ჰელმუტი არიან. სავარაუდოდ, მამა-შვილის ტანდემს დიდი წარმატება ელის წინ. 

როგორც დოილი იხსენებს, პოკერის თამაში ტოდისთვის მას არ უსწავლებია:"როცა პატარა იყო, ტოდის თანდასწრებით პოკერზე არც კი მილაპარაკია. ის კოლეჯში წავიდა - იურისტი უნდა გამოსულიყო. წარმოდგენაც კი არ მქონდა, პოკერის წესები თუ იცოდა. ის ტეხასში სწავლობდა, სადაც ლაბოკში მოხვდა - შტატის ყველაზე აზარტულ ქალაქში. გარკვეული დროის შემდეგ, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, მე კოლეჯში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, მე პროფესიონალი მოთამაშე ვიქნები."

ტოდის წამოწყებას სახლში საკმაოდ ნეგატიურად შეხვდნენ: "გაგიჟდი? - ვკითხე მე. არც დედამისი იყო ტოდის გადაწყვეტილებით კმაყოფილი და არც მე. მაშინ კალიფორნიაში ვცხოვრობდით. ტოდი ერთ-ერთ ადგილობრივ კაზინოში წავიყვანე და პოკერის მაგიდასთან დავსვი. მაშინვე მივხვდი, რომ იცოდა, რასაც აკეთებდა. ის ბუნებრივად თამაშობდა, ჩემი დახმარების გარეშე. მე მისთვის არაფერი მისწავლებია." 

მას შემდეგ, ტოდ ბრანსონმა, მხოლოდ ტურნირებში $4.4 მილიონი დოლარი მოაგროვა. უცნობია მისი ქეშ-გეიმებიდან მიღებული შემოსავალი, მაგრამ, როგორც ცნობილია, მას მსოფლიოს უდიდეს თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული, ენდი ბილის წინააღმდეგ, $25.000/$50.000 ბლაინდების პირობებში. სავარაუდოდ, მსგავსი სესიის სათამაშოდ, ტოდ ბრანსონს დიდი ბანკროლი დასჭირდებოდა, რაც მის ოფიციალურ მოგებას მნიშვნელოვნად უნდა აჭარბებდეს. 

რუმები

ქართული უცხოური