10 წლის შემდეგ სკოტ სივერმა WSOP-ის მე-2 სამაჯურის მოგება შეძლო

10 წლიანი პაუზის შემდეგ, სკოტ სივერმა WSOP-ის მე-2 ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო. ფინალურ ჰედს-აპში მან მეტ სიმასეკი დაამარცხა. 

ოქროს სამაჯურისა და $296.222 დოლარიანი ანაზღაურების გარდა, სკოტ სივერი მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების ათეულშიც დაბრუნდა და ტურნირებზე დაგროვილი $23 მილიონი დოლარით ფილ ჰელმუტსა და სტივ ო'დუაიერსაც გაასწრო. 

სივერმა საკმაოდ მძიმე ფინალური მაგიდა გამოიარა: მას ჯერ ანტონი ზინოსთან და მეტ გლენტზთან მოუწია გამკლავება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფინალური მაგიდა მან შორტ სტეკის სტატუსით დაიწყო, რაც მოთამაშისთვის ხელ-ფეხის შეკვრის ტოლფასია.

აღსანიშნავია, რომ სკოტ სივერი ტურნირზე ალექსანდრია ოკასიო-ორტეზის გამოსახულებიანი მაისურით გამოცხადდა, რითიც მან საკუთარი პოლიტიკურ ხედვას ხაზი გაუსვა. ოკასიო-ორტეზი სამხრეთამერიკული წარმოშობის აქტივისტი და პოლიტიკოსია, რომელიც ულტრა-მემარცხენე რიტორიკით გამოირჩევა. სულ რაღაც ორი დღის წინ, მან ჯოზეფ ქროული დაამარცხა და ამერიკის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პოკერის ტურნირებზე პოლიტიკური ორიენტაციის გამოხატვა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო, პოლიტიკურ ნიადაგზე მოთამაშეები ხშირად უპირსპირდებიან ერთმანეთს. 

მსოფლიოს 10 ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშიდან, ჯერჯერობით თავის გამოჩენა მხოლოდ სკოტ სივერმა შეძლო. აივის დაბრუნებას უამრავი გულშემატკივარი ელოდა, მაგრამ 'პოკერის ტაიგერ ვუდსი' ჯერჯერობით ონლაინ გამოცემების სათაურებში ვერ ხვდება.  

რუმები

ქართული უცხოური