ჭორები კოულ საუთის $100.000.000 ღირებულების ბიტკოინზე არ გამართლდა
რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტში ახალი ჭორი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ონლაინ პოკერის ლეგენდა, კოულ საუთი 10.000 ბიტკოინს ფლობდა. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, Cardunners-ის ყოფილი ინსტრუქტორი დაახლოებით $100.000.000 დოლარის მფლობელი იქნებოდა.
ყველაფერი “2+2 ფორუმზე” დაიწყო, სადაც ონლაინ პოკერის მოყვარულები, გრაინდერები და მთელი მსოფლიოს პროფესიონალები იყრიან თავს. ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადებით, კოულ საუთი $100 მილიონი დოლარის ბიტკოინს ფლობდა. მეორე მომხმარებელმა, სახელად HeardARumor, ჭორი დაადასტურა და თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბიტკოინის ღირებულება ბევრად დაბალი იყო, მან მართლაც წააგო კრიპტოვალუტის 10.000-მდე ერთეული.
საიტმა SealsWithClubs-მა, რომელზეც კოლ საუთი კრიპტოვალუტით თამაშობდა, ფუნქციონირება 2012 წელს დაიწყო, როდესაც ბიტკოინის ღირებულება $10 დოლარს აღწევდა.
HighStakesDB-ის ჟურნალისტმა კოლ საუთთან დაკავშირება და ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა:
- გამარჯობა კოულ, გმადლობ საუბრისთვის. ახლა კი პირდაპირ გკითხავ: მართლა ფლობ 10.000 ბიტკოინს?
- ეს ნამდვილად სასაცილოა. ვისურვებდი, რომ სიმართლე იყოს! კრიპტოვალუტებთან შეხება 2013 წელს მომიხდა და მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული კრიპტო საქმიანობაში. რაც შეეხება ბიტკოინის გამოყენებით პოკერის თამაშს, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ბიტკოინის ღირებულება $200-დან $1.000 დოლარამდე მერყეობდა.
როგორც მოთამაშე ამბობს, სხვა კრიპტოვალუტებზე გადართვის მცდელობის მიუხედავად, ის კვლავ ბიტკოინის ერთული რჩება.





