ალექს ფოქსენი 3 კვირაში 2 ჰაი როლერს იგებს

ალექს ფოქსენს არაჩვეულებრივი პერიოდი აქვს: 3 კვირის განმავლობაში, ნიუ იორკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ 2 ჰაი როლერ ივენთი მოიგო. მისი უკანასკნელი მოგება APPT-ის ჰაი როლერ ტურნირზე შედგა, სადაც მან $964.000 დოლარი მოიგო. 

ფოქსენის სატურნირო წარმატება 2012 წლიდან იწყება. თუმცა, $2.6 მილიონი დოლარი, მის მიერ მოგებული $3.64 მილიონიდან, ფოქსენის ანგარიშზე გასული წლის დეკემბრიდან აღირიცხება. მისი აფსვინგი $10.000 დოლარიანი WPT Five Diamond-ის მეინ ივენთის მე-2 ადგილით დაიწყო, რომლისთვისაც მან $1.134.202 დოლარი მიიღო. მისი შემდეგი დიდი ანაზღაურება გასული თვით თარიღდება, როდესაც $25.000 WPT LA Classic-ის ჰაი როლერ ტურნირის პირველი ადგილისთვის $424.625 დოლარი მიიღო. 

APPT ჰაი როლერის ფინალური მაგიდა სუპერ ვარსკვლავებით იყო სავსე: აიზიკ ჰექსტონი, პატრიკ ანტონიუსი, სემ გრინვუდი, რაინერ კემპე, ბრაიან რასტი, კრისტოფ ვოგელსანგი - ყოველი მათგანი ფოქსენს მეტოექობდა, მაგრამ გამარჯვება სწორედ ამ უკანასკნელს დარჩა. მისი ფინალური მეტოქე ჩინელი შან ჰუანგი აღმოჩნდა, რომელმაც მე-2 ადგილისთვის $692.198 დოლარი მიიღო. ფინალური მაგიდის ყველაზე დაბალი ანაზღაურება - $95.625 დოლარი აიზიკ ჰექსტონს შეხვდა; პატრიკ ანტონიუსი კი მე-6 ადგილზე გავიდა, $204.383 დოლარიანი ანაზღაურებით.

რუმები

ქართული უცხოური