პროფესიონალი ქალი მოთამაშე WSOP 2018-ზე მამაკაცის როლში მოგვევლინება
პოკერში მასკირება და გრიმი ახალი მოვლენა როდია - ჩვენ უკვე ვნახეთ ფილ ლააკი, რომელიც მოხუც მამაკაცს განასახიერებდა (და საკმაოდ წარმატებულადაც). ასევე ვნახეთ ქალად გადაცმული შონ დიბი, მაგრამ უცნობი პროფესიონალი მოთამაშე სრულიად განსხვავებულ სანახაობას გვთავაზობს.
მოთამაშე, რომელიც ფსევდონიმით - სია ლაიტათია ცნობილი, თავისი ახალი წიგნის, Black Widow Poker-ის რეკლამირებას საკმაოდ უცნაური მეთოდით აპირებს. წიგნში აღწერილია ავტორის დასავლეთ ამერიკაში მიღებული სათამაშო გამოცდილება და დაბრკოლებები, რომლებსაც ქალი მოთამაშეები პოკერის სამყაროში აწყდებიან. როგორც ავტორი ყვება, სექსიზმი და გენდერული უთანასწორობა პოკერის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს.
წიგნის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მოთამაშე გეგმავს, რომ 2018 წლის WSOP-ის $10.000 დოლარიან მეინ ივენთზე კაცად გადაცმული გამოცხადდეს და ყველას აჩვენოს, თუ რამდენად განსხვავდება ქალისა და კაცის მიმართ დამოკიდებულება სხვა მოთამაშეებისგან.
აღსანიშნავია, რომ მოთამაშე ტურნირზე დარეგისტრირებას 'ნიღაბს ამოფარებული' აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რეალური ვინაობის გამჟღავნების შემდეგ, შესაძლოა მოთამაშეს დისკვალიფიკაცია მისცენ. WSOP-ის წესდების მიხედვით, ტურნირის ორგანიზატორებს უფლება აქვთ იცოდნენ ნებისმიერი მონაწილის ვიზუალური აღწერილობა. მაშინაც კი, თუ ტურნირის მონაწილე კაპიუშონსა და სათვალეს ატარებს, WSOP-ის ადმინისტრაციას უფლება აქვს, იდენტიფიკაციის მიზნით, მოთამაშეს მათი მოხსნა მოსთხოვონ.
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ფილ ლააკის შესანიშნავი გრიმი, რომლითაც ის 2008 წლის მეინ ივენთზე გამოცხადდა:





