Unibet-ის პროფესიონალები ერთ წელში €1 მილიონის მოგებას გეგმავენ
Unibet-ის სახეები - ესპენ ულენი, რაუნო ტავონენი და რაუნო კივილუ საკმაოდ ამბიციური წინადადებით გამოდიან: ონლაინ გრაინდერების მიზანი ერთ წელში €1 მილიონი ევროს მოგებაა. წარმატების შემთხვევაში, მოთამაშეები ფულის დაბანდებას კრიპტოვალუტაში გეგმავენ, რაც ამბიციური გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რაც მთავარია, მაყურებლებისა და პოკერის გულშემატკივრებისთვის ყველაფერი გამჭვირვალე იქნება - მოთამაშეები ყველაფერს ვიდეო ბლოგის სერიების სახით გამოაქვეყნებენ.
შეიძლება ითქვას, რომ მოთამაშეები მაქსიმალურად არიან გულშემატკივრებზე ორიენტირებულები - ონლაინ ვლოგის განახლება ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს იგეგმება. ვლოგი არამხოლოდ ინტერნეტ სამყაროში ნაჩვენებ შედეგს, არამედ ლაივ ტურნირებსა და ქეშ-გეიმებსაც დაეთმობა - მოთამაშეების განმარტებით, სვინგები ონლაინ და ოფლაინ სამყაროში ბანკროლზე ერთნაირად აისახებიან და მათი გათვალისწინება აუცილებელი პირობაა.
გარდა იმისა, რომ მოთამაშეები ტალინში გამართულ ლაივ სესიებს გააშუქებენ, პერიოდულად, გულშემატკივრებს მათი მოგზაურობის აღმბეჭდავი ვიდეომასალის ნახვის შესაძლებლობაც ექნებათ. როგორც ჩანს, პოკერის სესიების გარდა, მაყურებლებს ჰაი სტეიკს გრაინდერების ცხოვრებით ტკბობის საშუალებაც მიეცემათ.