ავსტრალიელ პოკერის მოთამაშეს ველოსიპედისტის მკვლელობისთვის ასამართლებენ

ავსტრალიელ პოკერის მოთამაშეზე, ვორვიკ მირზიკინიანზე, ფრანგი ველოსიპედისტის მკვლელობის გამო, სიდნეის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გასული წლის 14 ნოემბერს, ავსტრალიელი ბიზნესმენი და პოკერის მოთამაშე საკუთარ მანქანას მართავდა, როდესაც 24 წლის ველოსიპედისტი, ჟულიენ ტრამო გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ადგილზევე გარდაიცვალა, პოლიციამ მომხდარ ფაქტს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა, ხოლო თავად მირზიკინიანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. 

როგორც სიდნეის პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურამ უბედური შემთხვევის ფაქტს კვალიფიკაცია შეუცვალა და 49 წლის მოთამაშეზე დაუდევრობის გამო ჩადენილი მკვლელობისთვის აღძრა საქმე. მირზიკინიანის საქმის განხილვა აპრილშია დაგეგმილი. 

ვორვიკ მირზიკინიანის საერთო სატურნირო შემოსავალი $1 მილიონ დოლარს აჭარბებს. მისი კარიერა WSOP-ის 9 საპრიზო ადგილს ითვლის, მათ შორის 2012 წელს $5.000 NL Hold'em-ის ივენთზე აღებული მე-3 ადგილი, რომლისთვისაც ავსტრალიელმა $162.000 დოლარი მიიღო. მისი საუკეთესო წელი 2017 იყო, როდესაც მან 4 ტურნირის მოგება შეძლო. მისი უკანასკნელი ანაზღაურება თებერვლით თარიღდება - Aussie Millions-ის $1.000 დოლარიან ივენთზე, მირზიკინიანმა $2.941 დოლარი მოიგო. 

ჟულიენ ტრემოს მეგობრები იხსენებენ, რომ 24 წლის ველოსიპედისტი სიდნეიში საკონდიტროს გახსნაზე ოცნებობდა. ველოსპორტი მისი ჰობი იყო, სინამდვილეში კი ის ფასტ ფუდის კურიერად მუშაობდა და ოცნების ასასრულებლად ფულს აგროვებდა. 

რუმები

ქართული უცხოური