არალეგალური თამაშების გამოძიებაში ხელის შეშლის ბრალდებით ორი ამერიკელი პოლიციელი დააკაეს
კანზასში უკვე რამდენიმე თვეა, რაც გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს: საქმე პოკერის არალეგალურ თამაშებს ეხება. რამდენიმე დღის წინ, თამაშის ორგანიზატორთან, ბროკ ვედმანთან ერთად, ფედერალურმა ბიურომ პოლიციის ორი ოფიცერი დააკავა.
45 წლის ბრუს მეკი და 50 წლის მაიკლ ზაიკოვსკი არალეგალურ თამაშებში მონაწილეობის მიღებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. საქმე 2014 წლის განმავლობაში გამართულ თამაშებს ეხება, რომლებშიც თავად პოლიციელებიც ღებულობდნენ მონაწილეობას.
თამაშების ორგანიზატორი, ბროკ ვედმანი ერთ-ერთმა მოთამაშემ დააეჭვა. ის მართლაც FBI-ის მიერ ჩანერგილი აგენტი იყო, რომელიც თამაშებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა და შემდეგ მობილური ტელეფონით სურათების გადაღებას ცდილობდა. მან მეკისა და ზაიკოვსკის თავიანთი მაშინდელი თანამდებობების გამოყენება და პოლიციის არქივებში არსებული ინფორმაციის მოპოვება სთხოვა, ფარულ ჩანერგილ აგენტებთან დაკავშირებით. მათ დაადასტურეს, რომ FBI-ის თანამშრომლის მანქანა კანზასის პოლიციას ეკუთვნოდა. ვედმანმა მეორე დღესვე შეცვალა თამაშების ლოკაცია.
თუ პოლიციელებსა და თამაშების ორგანიზატორს დანაშაული დაუმტკიცდათ, მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.