ოლე შემიონი WPT European Main Event-ს იგებს
ოლე შემიონმა საკუთარ რეზიუმეს მნიშვნელოვანი ჩანაწერი შეჰმატა: გერმანელმა მოთამაშემ WPT European Championship Main Event მოიგო, 218.435 ევროთი პირველი ადგილისთვის. მსოფლიო პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში შემიონის სახელი სამუდამოდ დარჩება.
უნდა ითქვას, რომ WPT European Championship, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ევროპის ტერიტორიაზე, პირველი ტურნირი იყო, რომელსაც სატელევიზიო ეთერი დაეთმო. $3.300 დოლარიან ივენთზე, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდიც $1.000.000 დოლარს შეადგენდა, 339 მოთამაშე დარეგისტრირდა. ღონისძიება ბერლინში, კაზინო Spielbank Berlin-ში ჩატარდა.
შემიონის მთავარი მეტოქე მაიკლ მრაკსი იყო, რომელმაც, სიმართლე რომ ითქვას, გერმანელს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. უკანასკნელ დარიგებაში, დარჩენილი მცირე ზომის სტეკი მრაკსმა ფლეშ დროს იმედად მაგიდის ცენტრში მოათავსა, მაგრამ შემიონის ტოპ წყვილის წინააღმდეგ გამკლავება ვერ შეძლო. ამ მოგების შემდეგ, ოლე შემიონის საერთო მოგება $13.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. გერმანიის რეიტინგში, ის მე-3 ადგილს იკავებს.