მაიკლ კანაანი WSOP Circuit Sydney Main Event-ს $300.000 დოლარით იგებს

ავსტრალიელი მაიკლ კანაანი სიდნეიში გამართული, 2017 WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული გახდა. ადგილობრივმა პროფესიონალმა მოთამაშემ, სამშობლოში გამართული სერიების მთავარი ღონისძიების პირველი ადგილისთვის $300.000 მიიღო. 

კანაანი დიდ პოკერში, პირველად, 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც მან ANZPT Sydney-ის მოგება მოახერხა, $203. 202 დოლარით პირველი ადგილისთვის. უკანასკნელი გამარჯვებით, რომელიც კანაანის კარიერაში უდიდესია, მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $1.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

$2.200 დოლარიანმა WSOP Circuit ივენთმა, რომელიც Star Poker Room-ში ჩატარდა, 1.067 მოთამაშის მოზდივა შეძლო. როგორც მოგვიანებით, კანაანის მიერ მიცემულ ინტერვიუში გაირკვა, მთავარი დარიგება მისთვის ჯიბის KK აღმოჩნდა, რომლითაც მე-7 ადგილიდან სემ ჰასანი გამოთიშა ტურნირს. ამ დარიგებით მან ჩიპების იმ რაოდენობის აკუმულირება მოახერხა, რომელიც ფინალურ ჰედს-აპამდე მიღწევასა და ტურნირის საბოლოოდ მოგებაში დაეხმარა. "სემ ჰასანის წინააღმდეგ დარიგებაში გავორმაგდი და ჩიპლიდერი გავხდი, - ყვება კანაანი, - სამი დღის განმავლობაში ის შეუჩერებელი იყო, მაგრამ ჩემთან დამარცხდა."

ფინალურ ჰედს-აპში, მაიკლ კანაანმა მაიკლ ფრეიზერი დაამარცხა. "მაქსიმალურად ვცდილობ, დისციპლინირებული ვიყო. ხშირად, ჩემი სტეკის განიავებას მხოლოდ იმიტომ 'ვახერხებ', რომ არასწორ და ძალიან ემოციურ გადაწყვეტილებებს ვღებულობ. ვცდილობ, ყველაფერი შევცვალო და გამოვასწორო."

 

რუმები

ქართული უცხოური