ნიკ შულმანი Poker Masters-ის $50.000 დოლარიან ჰაი როლერს იგებს
ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ნიკ შულმანმა მიმდინარე Poker Masters-ის სერიებზე ერთ-ერთი მსხვილი ივენთი - $50.000 დოლარიანი ჰაი როლერ ტურნირი მოიგო, $918.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. აღნიშნული მოგება, შულმანის კარიერაში, მოცულობით მეორე უდიდესი ანაზღაურებაა.
ნიკ შულმანის სატურნირო კარიერა, საერთო ჯამში, $10.000.000 დოლარს აღემატება. 2017 წლისთვის, Poker Masters-ის ტურნირი რიგით მეორე ჰაი როლერია, რომლის მოგებაც შულმანმა შეძლო. აგვისტოში, მან Seminole Hard Rock Poker Open-ზე $50.000 დოლარიანი ჰაი როლერი მოიგო, $440.000 დოლარით პირველი ადგილისთვის.
PokerNews-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ფინალურ ჰედს-აპში, ნიკ შულმანი მეტ ჰაიმანს დაუპირისპირდა. გადამწყვეტი დარიგების დროს, შულმანს AK, ხოლო ჰაიმანს AT ეჭირა. ჰაიმანმა ფლოპზე საფლეშე მიიღო, მაგრამ კომბინაციის დასრულება ვერ შეძლო და საბოლოოდ, გამარჯვება შულმანს დაუთმო.
ტურნირის ფინალური შვიდეული ასე გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | ნიკ შულმანი | აშშ | $918.000 |
2 | მეტ ჰაიმანი | აშშ | $561.000 |
3 | შტეფან შილჰებელი | გერმანია | $306.000 |
4 | შტეფენ სონტაიმერი | გერმანია | $204.000 |
5 | დომინიკ ნიცშე | გერმანია | $178.000 |
6 | კორაი ალდემირი | გერმანია | $153.000 |
7 | ადრიან მატეოსი | ესპანეთ | $127.500 |