სკოტ ბლამსტაინის მეგობრებმა $60 დოლარად $40.000 დოლარიანი მოგება მიიღეს
როგორც გაირკვა, 2017 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებულმა სკოტ ბლამსტაინმა $10.000 დოლარიანი ბაი-ინი მეგობრების დახმარებით გადაიხადა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისმა ოთხმა მეგობარმა - პიტერ გეროლამომ, ალდო ბოშიამ, ჯონ სკუტერიმ და ნიკ მალდროუმ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონის სასტარტო კაპიტალში $60 დოლარიანი წვლილი შეიტანეს. პირველი ადგილისთვის დაწესებული $8.150.000 დოლარიდან კი თითოეულ მათგანს $40.750 დოლარი ერგო.
როგორც პიტერ გეროლამო ამბობს, მათ მომავალ ჩემპიონს სათამაშო $10.000 დოლარი ისედაც ჰქონდა შეგროვებული, მაგრამ მეგობრების თანამონაწილეობა თავად ბლამსტაინის სურვილი იყო. მას სურდა, რომ მეგობრებსაც ეგრძნოთ ის სტრესი, რაც ფულის გარისკვასთანაა დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმ სირთულეებს, დაბრკოლებებს, დაძაბულ მომენტებს, შიშსა და სიხარულს ისე ვერავინ მიიტანდა გულთან, როგორც თავად მაგიდასთან მყოფი მოთამაშე, მაგრამ როგორც ბლამსტაინის გულშემატკივრები ამბობენ, მათაც საკმარისი ნერვიულობა გადაიტანეს.
როცა ბლამსტაინი ტურნირზე დარჩენილ 36 მოთამაშეს შორის მოხვდა, მისი მეგობრების $60 დოლარი უკვე $1.000 დოლაირან პროფიტს იძლეოდა. მაგრამ ფინალურ მაგიდაზე მოხვედრის შემდეგ, მეგობრები მიხვდნენ, რომ საქმე სერიოზულ თამაშთან ჰქონდათ - ყოველი მათგანი ფილადელფიიდან ლას ვეგასში ჩაფრინდა, რათა მომავალი ჩემპიონი დარბაზიდან გაემხნევებინათ.
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც იმ დღეს მის კარიერაში ერთ-ერთი სოლიდური შემოსავალი მიიღო, 2015 წლის WPT-ის ჩემპიონი, აშერ კონიფი იყო. მან ბლამსტაინის ბაი-ინიდან $420 დოლარიანი წილი შეიძინა, სანაცვლოდ კი $244.500 დოლარიანი მოგება ნახა.