WSOP Little One for One Drop-ის გამარჯვებული ადრიან მორენო გახდა

2017 წლის WSOP-ის ერთ-ერთი მთავარი ტურნირის - Little One for One Drop-ის გამარჯვებული ამერიკელი ადრიან მორენო გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში მარტინ ლესჯო დაამარცხა. 

მორენომ ფინალური დღე საკმაოდ მძიმედ დაიწყო: დარჩენილი 12 მოთამაშიდან, ჩიპების რაოდენობით, ის მე-11 ადგილზე იმყოფებოდა. ტურნირის ჩიპლიდერი და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი მეტ ბერკი იყო, რომელიც ფინალური დღის სტარტისთვის საერთო ჩიპების მესამედს ფლობდა. "გადავწყვიტე, ტურნირი ისე მეთამაშა, როგორც სიტ'ენ'გოუებზე იქცევიან, - თქვა მორენომ ტურნირის დასრულების შემდეგ, - სხვა მოთამაშეებს საშუალება მივეცი, ერთმანეთში გაერკვიათ ურთიერთობა, რითიც მათი ჩამოშორება შევძელი. შემდეგ კი, ჩემთვის ხელსაყრელ მომენტებს დაველოდე."

ადრიან მორენოსთვის ეს პირველი ოქროს სამაჯური და, რა თქმა უნდა, საუკეთესო სატურნირო ანაზღაურებაა: Little One for One Drop-ის მოგებისთვის მან $528.316 დოლარი მოიგო. ტურნირის მოგებას, მორენოსთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა მისი მეგობრის გარდაცვალებამ და თანმხლებმა სირთულეებმაც შესძინეს: "ძალიან რთული ეპიზოდი იყო ჩემს ცხოვრებაში - რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი დავკარგე. მის დაკრძალვას რომ დავსწრებოდი, მშობლიურ ქალაქში ჩასვლა მომიხდა. შემდეგ კი ისევ ტურნირს დავუბრუნდი. რა თქმა უნდა, მთელი ფინალური დღე და ჩემი გამარჯვება მას ეძღვნება."

Little One for One Drop ივენთი უკანასკნელი რამდენიმე წელია იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდში დაგროვილი თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდში ირიცხება, რომელიც ჰაი სტეიკს პოკერის მოყვარულმა, კანადელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა - გი ლალიბერტემ ჩამოაყალიბა. ქველმოქმედება მიზნად ისახავს განვითარებადი და ჩამორჩენილი ქვეყნების მოსახლეობის იმ ნაწილის დახმარებას, რომლებიც წყლის დეფიციტს განიცდიან. 

რუმები

ქართული უცხოური