$50.000 Poker Players Championship-ის გამარჯვებული ელიორ საიონი გახდა
როგორც წესი, ელიორ საიონი ქეშ-გეიმების მოყვარულად უფრო ჩაითვლება, ვიდრე ტურნირების მოთამაშედ, მაგრამ ერთადერთი სატურნირო ღონისძიება, რომელსაც ბრიტანელი მოთამაშე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, WSOP-ის მიერ ლეგენდარული ჩიპ რიზისადმი მიძღვნილი Poker Players Championship-ია.
მიმდინარე სერიებზე ელიორ საიონმა მსოფლიოს 100 საუკეთესო მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და WSOP-ის პირველი ოქროს სამაჯური მოიგო, $1.395.767 დოლარიან ანაზღაურებასთან ერთად. ფინალურ ჰედს-აპში, ბრიტანელმა, 5 საათიანი ბრძოლის შემდეგ, გერმანელი იოჰანეს ბეკერი დაამარცხა. როგორც თავად ამბობს, კარტმა გამარჯვებაში ხელი შეუწყო. სინამდვილეში კი, ყველაფერი გაცილებით რთულად იყო: 25.000/50.000 ბლაინდების პირობებში, პოტ-ლიმიტ ომაჰას დარიგების დროს, საიონი, ორმაგი დროინგ ჰენდით, მაიკ ვოტელის ქალების სეტთან დამარცხდა და მისი სტეკი 60.000 ჩიპამდე შემცირდა.
ამ მძიმე დარიგების შემდეგ, საიონი ჯერ ისევ მაიკ ვოტელს დაუპირისპირდა და მოიგო, ხოლო შემდეგ ულიმიტო ჰოლდემის დარიგების დროს, ჯეიმს ობსტის წინააღმდეგ გაორმაგდა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ბრიტანელის აღმასვლა.
ელიორ საიონი ჰაი სტეიკს ონლაინ ქეშ-გეიმ მოთამაშეა, Crazy Elior-ის სახელით ცნობილი, რომელიც ძირითადად შერეული თამაშებით ინტერესდება. როგორც ჩანს, ტურნირის მოგებაში მას ჰოლდემის, ომაჰას, რაზის და სტადის სესიებზე მიღებული გამოცდილება დაეხმარა.
ტურნირის მაყურებლის მთავარი ყურადრება კანადელი სუპერსტარის, დენიელ ნეგრანუსკენ იყო მიმართული, რომელმაც ფინალური დღე ჩიპლიდერის სტატუსით დაიწყო. ელიორ საიონი მისგან მარცხნივ იჯდა, რაც მას კარგ პოზიციას და კანადელთან პოსტ ფლოპ თამაშის ხელსაყრელ მდგომარეობას აძლევდა. მიუხედავად ნეგრანუს მიერ გაკეთებული ანონსისა, ტურნირის მოგების შესახებ, PokerStars-ის სახემ მხოლოდ შორტ სტეკად დარჩენილ პოლ ვოლპს აჯობა და ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა.





