Bobby's Room-ში ქეშ-გეიმის მსვლელობის დროს ჩხუბი მოხდა

ყოველწლიურად, WSOP-ის მიმდინარეობის დროს, ლას ვეგასში მსოფლიო პოკერის ელიტა იყრის თავს. რა თქმა უნდა, 'ცოდვის ქალაქის' მთავარი ღირსშესანიშნაობა პოკერის ყველაზე მასშტაბური, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ფესტივალია, მაგრამ ვეგასის კიდევ ერთი ხიბლი კაზინო Bellagio-ში არსებული Bobby's Room-ია - ოთახი, რომელშიც მხოლოდ სპეციალური ნებართვის შემდეგაა მოხვედრა შესაძლებელი. 

'ბობის ოთახში' ისეთი მოთამაშეები იყრიან თავს, როგორებიც გას ჰენსენი, დოილ ბრანსონი, ჯენიფერ ჰერმანი, ბრაიან რასტი, ფილ აივი და ძვირადღირებული ქეშ-გეიმის სხვა მოყვარულები არიან. WSOP-ის სტარტისთვის, უკვე ცნობილი იყო, რომ ფილ აივი და გას ჰენსენი Bobby's Room-ში გაატარებდნენ ზაფხულს. მათთან ერთად, VIP ოთახში 2007 წლის Aussie Millions-ის მეორე ადგილოსანი, ჯიმი ფრიკი მოხდა, რომელმაც მაშინდელი ტურნირის პირველობა გას ჰენსენს დაუთმო. ინტერნეტში ჯიმი ფრიკის მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, სადაც, სავარაუდოდ, ფილ აივის პირად დაცვას უცნობ პიროვნებასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. 

ჯერჯერობით უცნობია კონფლიქტის მიზეზები, მონაწილეთა ვინაობა და ისტორიის დასასრული. არცერთ ცნობილ მოთამაშეს კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე არ გახმაურებულა თავად ფილ აივის კომენტარი ან პოზიცია. 

რუმები

ქართული უცხოური