ვლადიმერ შემელიოვი WSOP-ის მე-2 სამაჯურს იგებს

ვლადიმერ შემელიოვი WSOP-ის სცენაზე პირველად 2010 წელს გამოჩნდა, როდესაც $50.000 დოლარიანი Poker Players Championship-ზე მე-2 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ რუსმა მოთამაშემ 27-ჯერ მოახერხა WSOP-ის საპრიზო ადგილებზე გასვლა, საიდანაც 8 ფინალური მაგიდა იყო. მისი პირველი სამაჯური 2013 წლით თარიღდება. ამჯერად მან ოქროს სამაჯური $1.500 დოლარიან Omaha Hi-Lo 8 or Better Mix ივენთზე მოიგო, რომლის პირველი ადგილისთვისაც $193.484 დოლარი მიიღო.

კითხვაზე, თუ რა განსხვავება იყო მის პირველსა და მეორე სამაჯურებს შორის, შემელიოვმა ასე უპასუხა: "ამჯერად ბევრად მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა. პირველი ოქროს სამაჯურს რამდენიმე ფინალური მაგიდა დასჭირდა, საიდანაც ყოველთვის ადრეულ პოზიციებზე ვვარდებოდი. მახსოვს, რომ მაშინ ძალიან ვნერვიულობდი. დღეს კი საკმაოდ მშვიდი ვარ."

შემელიოვს პირველი სამაჯურიც ომაჰას ჰაი-ლოუ სახეობაში აქვს მოგებული. რუსმა მოთამაშემ ხუმრობით თქვა, რომ ომაჰას ვერცერთ სახეობას ვერ იტანს. სინამდვილეში, როგორც თავად აცხადებს, ომაჰა მისი საუკეთესო თამაშია და მის ნებისმიერ ვარიანტთან თავს კომფორტულად გრძნობს. როგორც ჩანს, ის ერთადერთი რუსი არაა, ვისაც ომაჰა უყვარს: ფინალურ მაგიდაზე, შემელიოვის გარდა, მისი ორი თანამემამულე - ნიკოლაი იაკოვენკო და იგორ შარაშკინი მოხვდნენ, რომლებმაც მე-3 და მე-4 ადგილები დაიკავეს. 

 

რუმები

ქართული უცხოური