WSOP H.O.R.S.E.-ისგამარჯვებული დევიდ ბახი გახდა - მერსიერი და ნეგრანუ მე-5-6 ადგილებზე

2017 წლის WSOP-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული H.O.R.S.E. ივენთის გამარჯვებული დევიდ ბახი გახდა, რომელმაც წელს მეორე, ხოლო კარიერაში მესამე სამაჯურის მოგება შეძლო. ამერიკელმა მოთამაშემ WSOP-ის სამაჯურთან ერთად, $10.000 დოლარიანი ტურნირის პირველი ადგილისთვის, $383.208 დოლარიც მიიღო.

ტურნირზე 150 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც ფინალურ დღეს მხოლოდ 15 მათგანმა მიაღწია. მედიის ყურადღების ცენტრში დენიელ ნეგრანუ მოექცა, რომელიც ივენთის ჩიპლიდერობას კარგა ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. კანადელის გამარჯვებას და წლევანდელ სერიებზე გაბრწყინებას უამრავი გულშემატკივარი ელოდება, მით უმეტეს, რომ მან WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტულის მოპოვება ორჯერ მოახერხა. მიმდინარე წლის WSOP-ზე ნეგრანუმ ორ ივენთზე აღებული მე-2 და მე-3 ადგილებით დაგვამახსოვრა თავი. როგორც კულუარებში ამბობენ, მას რამდენიმე ძვირადღირებული სანაძლეო აქვს დადებული, რომელიც WSOP-ის ივენთების ანაზღაურებას ბევრად აჭარბებს. 

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც მედია აქტიურად ადევნებდა თვალყურს, PokerStars-ის სახე, ჯეისონ მერსიერი იყო. ლეინ ფლეკისა და ტუან ლის მსგავსად, მერსიერი საკუთარი შარშანდელი ოქროს სამაჯურის დაცვას და რომელიმე ივენთის მოგებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. 

როგორც უკვე ვთქვით, ბახისთვის ეს მოგება კარიერაში რიგით მე-3 სამაჯურის მომტანი იყო, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, მან ისევ $50.000 დოლარიანი H.O.R.S.E. ივენთი მოიგო, რომელიც შემდგომში Poker Players Championship-ის სახელით გახდა ცნობილი. მაშინდელი პირველი ადგილისთვის ბახმა $1.276.806 დოლარი მიიღო. საერთო ჯამში, მისმა კარიერულმა მოგებამ $4 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

რუმები

ქართული უცხოური