ბენ Sauce123 სალსკი ონლაინ და ლაივ პოკერის შესახებ

WSOP რომ მსოფლიო პოკერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა - არავინ კამათობს. მას არამხოლოდ ლაივ ტურნრების მოყვარულები, მდიდარი ბიზნესმენები და იღბლის მაძიებელი გემბლერები სტუმრობენ, არამედ ისეთი ონლაინ გრაინდერებიც, რომლებმაც სახელი ინტერნეტ მაგიდებზე გაითქვეს. ერთ-ერთი ასეთი ონლაინ ჰაი სტეიკს რეგულარი ბენ Sauce123 სალსკია. 

სალსკის ონლაინ პოკერის კარიერა, HighStakesDB-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ გასული ზაფხულისთვის, $5.000.000 დოლარს აჭარბებდა. პირველი წელი, როცა ის ონლაინ პოკერში გამოჩნდა, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა - ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა მოთამაშემ $1.000.000-ის მოგება შეძლო. მიუხედავად მისი ვირტუალურ მაგიდებზე მოპოვებული წარმატებისა, სალსკის ლაივ კარიერაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდით გამოირჩევა, განსაკუთრებით $10.000 Heads-up Chapmionship-ზე, $50.000 დოლარიან Poker Players Championship-სა და $111.111 დოლარიან High Roller for One Drop-ზე აღებული მე-4 ადგილებით. მართალია მე-4 ადგილი გრანდიოზული მიღწევა არაა, მაგრამ ბენ სალსკი, როგორც წესი, წელიწადში 3-4 მნიშვნელოვან ტურნირს თამაშობს. ასე რომ, ტურნირების ასეთი რაოდენობის გათვალისწინებით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებზე (შესაბამისი ანაზღაურებით), სალსკის მიღწევა საკმაოდ ყურადსაღებია. 

წლევანდელ WSOP-ზე ბენ სალსკისთან ინტერვიუს ჩაწერა PokerNews-ის ჟურნალისტმა, სარა ჰერინგმა მოახერხა. როგორც ონლაინ გრაინდერი ამბობს, ის რამდენიმე მნიშვნელოვან და ძვირადღირებულ ტურნირს თამაშობს, ხოლო ძირითად დროს ონლაინ პოკერს უთმობს. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, რომლებმაც ვირტუალური სამყაროდან რეალობაში გადაინაცვლეს, სალსკისთვის ყველაფერი ნათელია: ლაივ ტურნირებზე გაცილებით ადვილია ფულის მოგება, ვიდრე ონლაინ მაგიდებზე. მიუხედავად ამისა, ლაივ მოთამაშეები პერიოდულად მაინც უბრუნდებიან ონლაინ პოკერს. სალსკის განმარტებით, ამის მიზეზი ის გარემოებაა, რომ ონლაინ პოკერი ერთგვარ საწვრთნელ საშუალებას წარმოადგენს, სადაც ლაივ მოთამაშეს რთულ სესიებზე დასწრება უწევს, შემდგომ კი ლაივ თამაშებს ახალი ცოდნითა და კიდევ უფრო მდიდადი გამოცდილებით უბრუნდება. 

ბენ სალსკიმ ასევე პოკერის მოთამაშეების ფიზიკური მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი აზრით, ონლაინ პოკერი გამუდმებით ერთ ადგილას ყოფნას, მჯდომარე პოზიციაში ყოფნას და უმოძრაობას მოითხოვს, რაც ორგანიზმს და ნერვულ სისტემას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. ეს ყველაფერი კი თამაშის ხარისხზე აისახება. ამიტომაც, ონლაინ გრაინდერებმა, სალსკის აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ფიზიკურ დატვირთვას და ცხოვრების აქტიური რითმი აირჩიონ. 

რუმები

ქართული უცხოური