მაიკ სექსტონი WPT-დან PartyPoker-ში გადადის

პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომენტატორი, რომელმაც World Poker Tour-ის შექმნას, განვითარებას და მის ერთ-ერთ საუკეთესო სატურნირო ფესტივალად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, ახალ რანგში - PartyPoker-ის თავმჯდომარედ მოგვევლინება. მაიკ სექსტონმა ამ საქმეს 15 წელი დაუთმო.

"WPT-ის გუნდის წევრობა და ამ კომპანიასთან თანამშრომლობა, არათუ დიდი პატივი, საოცარი გამოცდილება იყო ჩემთვის, - ამბობს ლეგენდარული კომენტატორი და პოკერის მოთამაშე, - World Poker Tour-ის შექმნა ოცნების ახდენას ჰგავდა. დროთა განმავლობაში კი მივხვდით, რომ არამარტო ჩვენი სატურნირო სერიები იზრდებოდა, არამედ თავად პოკერი ვითარდებოდა. პოკერის განვითარების, დღევანდელი პოპულარულობისა და ამ თამაშზე თანამედროვე წარმოდგენების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ WPT იყო, რადგან ჩვენ მაყურებელს სატელევიზიო შოუ შევთავაზეთ, რაც არამხოლოდ თამაშში მონაწილეობის, არამედ გულშემატკივრობის საშუალებას იძლეოდა."

მართალია მაიკ სექსტონი WPT-დან წავიდა, მაგრამ მისი მეწყვილე, ვინც ვან პატენი მარტო არ დარჩენილა - სექსტონს ტონი დანსტი შეცვლის, რომელიც WPT-ის ტურნირების რეგულარული მოთამაშეა. მას არაერთი საინტერესო სესია წაუყვანია ვან პატენთან და სექსტონთან ერთად, ასე რომ პოკერის ტურნირების გაძღოლა მისთვის ახალი საქმე ნამდვილად არ იქნება. 

სექსტონი კულისებში ყოფნას არ აპირებს - ის PartyPoker-ს ჩაუდგება სათავეში. "მე PartyPoker-თან მისი გახსნის დღიდან ვიმყოფები. მახსოვს ის დრო, როცა თანამშრომლებს ოფისში, მაგიდებზე და კიბეებზე ეძინათ, რათა სოფტის გაშვება დროულად მოგვესწრო. მე გამოვიარე 'პოკერის ბუმი' და ის პერიოდი, როცა საიტზე საუკეთესო მოთამაშეები თამაშობდნენ. მახსოვს პერიოდი, როცა PartyPoker ონლაინ პოკერ-რუმებს შორის ნომერ პირველი გახდა და მახსოვს პირველი მილიონდოლარიანი ტურნირი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ."

 

რუმები

ქართული უცხოური