პოკერის მოთამაშე $1.000 დოლარის ღირებულების McDonalds-ის ბურგერების ჭამას აპირებს
პოკერის მოთამაშე და მოგზაური მაიკ ნური $1.000 დოლარის ღირებულების McDonalds-ის ჰამბურგერების ჭამას აპირებს. თავდაპირველად, მსგავსი აბსურდული სანაძლეო დენ ბილზერიანს მოუვიდა თავში, შემდეგ კი საბოლოო შერკინება მაიკ ნურისა და WPT-ის ტურნირების მენეჯერს, მეტ სევიჯს შორის გაიმართა.
სანაძლეოს პირობების მიხედვით, მაიკ ნურიმ $1.000 დოლარის ღირებულების საკვები, რომელიც McDonalds-ში იქნება დამზადებული, 36 საათის განმავლობაში უნდა შეჭამოს. აკრძალულია ნებისმიერი სახის დამხმარე მედიკამენტის მიღება. ნურის უფლება ექნება გული მხოლოდ ერთხელ აირიოს - თუ მას ორჯერ მაინც აერევა გული, ის დამარცხებულად გამოცხადდება.
რაც შეეხება $1.000 დოლარის განაწილებას: მცირე შეღავათის სახით, ნურის უფლება ექნება $200 დოლარი სალათებზე გადაანაწილოს. $1.000 დოლარიდან არცერთი ცენტი არ დაიხარჯება სასმელზე, რაც 'ათლეტს' გარკვეულ უპირატესობას მისცემდა. $300 დოლარი ცხელ საკვებზე უნდა დაიხარჯოს. ნურის მინიმუმ $50 დოლარის ბურგერის ჭამა მოუწევს. მას უფლება ექნება ბურგერს, ან რომელიმე საკვებს სურვილისამებრ რამდენიმე ინგრედიენტი დაამატოს, მაგალითად, ექსტრა ბეკონი, ექსტრა ყველი და ა.შ. რაც საკვების ღირებულებას გაზრდის.
ცნობილია, რომ $500 დოლარის დახარჯვას ნური დაფასოებულ ვაშლზე აპირებს, რაც დაახლოებით 15.000 კალორიის ტოლფასი იქნება. საერთო ჯამში, სულ რაღაც 36 საათის განმავლობაში, ნური რამდენიმე ათეული ათასი კალორიის ღირებულების საკვების მიღებას გეგმავს, რაც წარმოუდგენლად რთული, პრაქტიკულად შეუსრულებელი მისიაა. სანაძლეო 19 მაისიდან 21 მაისამდე გაიმართება.





