ლუკ შვარცმა დაგ პოლკი დუელში გამოიწვია

ლუკ შვარცსა და დაგ პოლკს შორის მიმდინარე დაპირისპირება უკვე რამდენიმეთვიან ისტორიას ითვლის. ინგლისელი და ამერიკელი მოთამაშეები ერთმანეთს უამრავ ბრალდებას უყუნებენ, რომელთა უმეტესობა 'ტვიტერისა' და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება. მართალია, დაგ პოლკი 'იუთუბის' საკუთარ გვერდს არაჩვეულებრივად იყენებს და ლუკ შვარცზე საკმაოდ სასაცილო ვიდეო-ბლოგებს აკეთებს, მაგრამ მას არც ინგლისელი ჩამორჩება - ლუკ შვარცი არცერთ სატელევიზიო ეთერს არ აცდენს ისე, რომ 1-2 სიტყვა თავის ამერიკელ მეტოქეზე არ თქვას. 

უკანასკნელ ინტერვიუში, რომელმაც შვარცმა PokerNews-ის ლორა კორნელიუსს მისცა, ინგლისელმა მოთამაშემ დაგ პოლკი დუელში გამოიწვია: "მე მასთან ვეგასში ვითამაშებ. განსაკუთრებული არაფერია ამაში. მე ჩემზე ბევრად უკეთესი მოთამაშეების წინააღმდეგ ვჯდები მაგიდასთან, რა თქმა უნდა ჩემზე უარესთანაც ვითამაშებ. არ აქვს მნიშვნელობა 8-გეიმსი იქნება თუ რომელიმე სხვა სახეობა." 

წარსულში შვარცმა და პოლკმა 2-7 ტრიპლ დროუს $300/$600 ლიმიტზე ითამაშეს, სადაც შვარცმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბანკი მოიგო. დაგ პოლკის მტკიცებით, ლუკ შვარცის ნიკით ვიქტორ Isildur1 ბლომი თამაშობდა. რამდენიმე თვის შემდეგ 8-გეიმსის $400/$800 ლიმიტზე დაგ პოლკმა შეძლო შვარცის დამარცხება, რომელმაც მეტოქის ტაქტიკას მიმართა და პოლკი მულტი ექაუნთინგში დაადანაშაულა. 

როგორც ლუკ შვარცი ამბობს, დაგ პოლკს, ისე როგორც თავად ინგლისელს, ონლაინ თამაშების მოგება აღარ გამოსდის, მაგრამ მისგან განსხვავებით, პოლკი საკუთარ გულშემატკივრებს ატყუებს და თავს წარმატებულ მოთამაშედ ასაღებს. "მე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვარ და ზუსტად ვიცი, რომ დღევანდელ ონლაინ პოკერში მოგება ძალიან რთულია. პოლკის დრო წავიდა - ის არც ტურნირებს თამაშობს, არც ონლაინ ქეშ-გეიმებს. მისი მოძებნა რამდენიმე ადგილობრივ ქეშ-გეიმზეა შესაძლებელი, სადაც 'თევზები' იყრიან თავს."

 

რუმები

ქართული უცხოური