პატრიკ ანტონიუსი პოკერ-რუმის გახსნას გეგმავს - ინტერვიუ ვეტერან მოთამაშესთან
ბოლო წლების განმავლობაში პატრიკ ანტონიუსის ნახვა დიდ ტურნირებსა თუ ქეშ-გეიმებში არც ისე ადვილია. მისი უკანასკნელი საპრიზო თანხა 2015 წლით თარიღდება, არაფერი რომ არ ვთქვათ მის ინტერნეტ ექაუნთზე, რომელიც ძალიან დიდი ხანია არცერთ დარიგებაში არ ჩართულა. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ის აზარტული ინდუსტრიის რადარიდან ნამდვილად არ გამქრალა. ფინელი მოთამაშის ნახვა მონაკოში იყო შესაძლებელი, სადაც ის 2017 წლის PokerStars Championship-ის ფარგლებში გამართული €100.000 ევროიან სუპერ ჰაი როლერ ტურნირს თამაშობდა.
"მე ყველაფერი კარგად მაქვს. რაც მთავარია, ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ, - თქვა ლეგენდარულმა მოთამაშემ PokerNews-თან ინტერვიუში, - საკმაოდ დიდი ხანია, რაც ტურნირების გამო აღარ მიმოგზაურია. როცა ცხოვრება იცვლება, გარკვეულწილად შენც იცვლები."
FullTilt Poker-ის ყოფილი სახე ამჟამად მონაკოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო პოკერი მისთვის ლუკმა-პურის შოვნის საშუალება არასდროს ყოფილა, ის არც ქეშ-გეიმებს თამაშობს. ერთ დროს კი ის ყველაზე საშიშ ქეშ-გეიმერად ითვლებოდა. "ვერ ვიტყვი, რომ ახლა ტურნირების კარგი და გამოცდილი მოთამაშე ვარ. ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 10-მდე ივენთს ვთამაშობ. 2005-2006 წლებში კი დიდ ტურნირებს რეგულარულად ვესწრებოდი. ახლა, როცა მონაკოში ვცხოვრობ, ვცდილობ ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. ჩემი შვილები იზრდებიან და არ მინდა თვეობით მათგან მოშორებით ვიცხოვრო. კარგი იქნებოდა, ევროპაში რომ უფრო მეტ და მასშტაბურ ტურნირებზე წვდომა გვქონდეს. მართალია, ლას ვეგასში ძალიან დიდ თამაშებში ვღებულობდი მონაწილეობას, მაგრამ იქ არჩევანის მრავალფეროვანი იყო."
ლას ვეგასის ამბების გახსენებასთან ერთად, ანტონიუსმა მის მომავალ გეგმებზეც ილაპარაკა - "დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ მონაკოში პოკერ-რუმის გახსნას ვგეგმავ. მსგავსი ადგილით, რაც ჩანაფიქრში მაქვს, ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული." როგორც ანტონიუსი განმარტავს, ევროპაში უამრავი მოთამაშე მოიძებნება, რომელსაც ძალიან მაღალ ლიმიტებზე თამაში უნდა, მაგრამ მსგავსი ადგილები მხოლოდ ლას ვეგასში ან მაკაუში მოიძებნება. მოგზაურობა კი დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ექსტრავაგანტული ცხოვრების სტილისა და სახელგანთქმული კაზინოების გამო, მონაკო საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც ევროპელი მათთვის სასურველ ძვირადღირებულ თამაშებს ადვილად მიაგნებენ.
კიდევ ერთი უცნაური სიახლე, რაც ანტონიუსმა ინტერვიუს დროს თამაშის მოყვარულებს გაანდო, იმაში მდგომარეობს, რომ ის ონლაინ პოკერით აღარ ინტერესდება: "ონლაინ პოკერი ჩემთვის საინტერესო აღარ არის. იქ დიდი თამაშები აღარ იმართება და საკუთარ თავს ასეთ სიტუაციაში მომგებიან მოთამაშედ ვეღარ ვხედავ." მსგავსი განცხადება საკმაოდ უცნაურია ადამიანისგან, რომელმაც სახელი სწორედ ონლაინ პოკერით გაითქვა და არნახულად დიდი ბანკროლის დაგროვება შეძლო. როგორც ანტონიუსი ხსნის, ის გამუდმებით დიდი და ძვირადღირებული თამაშების ძიებაშია, რაც მხოლოდ აზიაშია ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, მონაკოს პოკერ-რუმის გახსნამდე, ის მაკაუს პრივატულ რუმებს ესტუმრება, სადაც წარმოუდგენლად დიდი თამაშები იმართება.





