Globa Poker Index - ბრინ კენი კვლავ პირველია
ყოველ კვირას Global Poker Index აქვეყნებს პოკერის მოთამაშეთა სიას, რომელიც თითოეული მათგანის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში დაგროვილი შედეგების მიხედვით განისაზღვრება. GPI-ის მონაცემებით 2016 წლის საუკეთესო მოთამაშე დევიდ პიტერსი გახდა, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გერმანელი ფედორ ჰოლცი. მათი ნახვა 2017 წლის GPI-ის ტოპ 10-შიცაა შესაძლებელი, მაგრამ წლის საუკეთესო მოთამაშეთა შორის პიტერსს და ჰოლცს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამთ.
2017 წლის საუკეთესო მოთამაშეთა ტოპ 10
| პოზიცია | მოთამაშე | ცვლილება |
| 1 | ბრინ კენი | - |
| 2 | არი ენგელი | - |
| 3 | მუსტაფა კანიტი | - |
| 4 | სერჰიო აიდო | - |
| 5 | ბაირონ კავერმანი | - |
| 6 | მანიგ ლუსერი | - |
| 7 | ნიკ პეტრანგელო | - |
| 8 | კორეი ალდამირი | - |
| 9 | ანტონი სპინელა | +1 |
| 10 | დერილ ფიში | +1 |
როგორც ხედავთ პირველი 8 პოზიცია უკანასკნელი კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, ანტონი სპინელამ და დერილ ფიშმა თითო-თითო ნაბიჯით წაიწიეს წინ. თუ გასული წლის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულის ლიდერებს - ფედორ ჰოლცსა და დევიდ პიტერსს წლევანდელ სიაში ვერ ვხედავთ, ნიკ პეტრანგელო და არი ენგელი კვლავ საქმეში არიან და ტიტულის მოსაპოვებლად აქტიურად იბრძვიან.
მიუხედავად იმისა, რომ GPI-ის რეიტინგისთვის არანაირი ფულადი ჯილდო არაა დაწესებული, პროფესიონალი მოთამაშეებისთვის მსგავსი სიები მნიშვნელობას არ კარგავენ. როგორც ცნობილია, რეგულარულ მოთამაშეებს, რომელთა სახელებიც გამუდმებით გვესმის, ხშირად აქვთ წამგებიანი პერიოდები, რაც დიდ ფინანსურ ზარალს იძლევა. ასეთ დროს რეგულარული, ფიქსირებული შემოსავალი გადარჩენის და თამაშში დარჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. მსგავსი ტიპის ანაზღაურება კი იმ პოკერ-რუმებისა და კაზინოებისგან მომდინარეობს, რომლებიც მოთამაშეებს ასპონსორებენ. სპონსორები კი პირველ რიგში რეიტინგებს აქცევენ ყურადღებას და სწორეთ მათი დახმარებით ირჩევენ თავიანთ წარმომადგენელს.
შემდეგი კვირის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო მოვლენაა დაგეგმილი, სადაც მოთამაშეებს, ტურნირებზე დაკავებული ადგილებისა და ფულადი ანაზღაურების მიხედვით, GPI-ის ქულების დაგროვებისა და რეიტინგებში დაწიაურების საშუალება ეძლევათ. ატლანტიკ სიტიში მდებარე Borgata Casino&Resort-ში Spring Poker Open, ოკლაჰომას Choctaw Casino-ში Poker Night in America, ხოლო ჩრდილოეთ კაროლინაში WPT DeepStacks Live გაიმართება. გარდა ამისა WSOP Circuit კვლავ განაგრძობს ამერიკის ქალაქებში მოგზაურობას, რაც მოთამაშეებს GPI-ის დამატებითი ქულების დაგროვების შესაძლებლობას აძლევს.





