დიტრიხ ფასტმა და ადრიან მატეოსმა Seminole $50.000-ის მოწინავე პოზიციები გაიყვეს
2016 წელს $1.5 მილიონი დოლარისა და WPT-ის ტურნირის მოგების შემდეგ, გერმანელი დიტრიხ ფასტი კვლავ განაგრძობს ძვირადღირებულ ივენთებზე წარმატებით თამაშს. გერმანელი მოთამაშე $50.000 დოლარიანი Seminole Hard Rock Poker Showdown-ის გამარჯვებული გახდა. პირველი ადგილი მან ესპანელ ადრიან მატეოსთან გაიყო.
28 ენტრანტისგან შემდგარი ტურნირის საპრიზო ფონდმა $1.4 მილიონ დოლარს მიაღწია. ფინალურ მაგიდაზე, ფასტისა და მატეოსის გარდა, ჯეისონ კუნი, რაინერ კემპე და დევიდ პიტერსი მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯეისონ კუნმა ფინალური მაგიდა ჩიპების საშუალო რაოდენობით დაიწყო, პირველი აუტსაიდერი სწორედ ის აღმოჩნდა: მან J54 ფლოპზე QQ-ით ოლინი გააკეთა, რაზეც კემპესგან AJ-ით ქოლი მიიღო. სამწუხაროდ, რივერზე A დაიდო, რამაც სწორი გადაწყვეტილების მიუხედავად, კემპე მე-5 პოზიციაზე გამოთიშა თამაშს.
შემდეგი მოთამაშე, რომელმაც მაგიდა დატოვა, GPI-ის წლის მოთამაშე, დევიდ პიტერსი იყო, რომელიც დიტრიხ ფასტთან დამარცხდა. მას ფეხდაფეხ მიჰყვა რაინერ კემპე. ის WSOPE-ისა და EPT Grand Final-ის მეინ ივენთის გამარჯვებულმა, ესპანელმა ფენომენმა - ადრიან მატეოსმა ჩამოაშორა ფინალურ მაგიდას: J9956 ბორდზე, სადაც მატეოსს T9 ეჭირა, AJ-ით წასაგებად განწირულმა კემპემ ბევრი იფიქრა. საბოლოოდ ესპანელის ოლინს ქოლით უპასუხა და თამაშიც დატოვა.
ჰედს-აპი ფაქტიურად არ შედგა - მას დროის მცირე მონაკვეთი დაეთმო, რომელიც მხოლოდ მოლაპარაკებას მოიცავდა. ორი ფინალისტის შეთანხმების შედეგად, დიტრიხ ფასტს $483.693 დოლარი, ხოლო ადრიან მატეოსს - $413.567 დოლარი შეხვდა. ამ გამარჯვებით, მატეოსის სატურნირო მოგება $7 მილიონ დოლარს გადაცდა. ესპანეთის მასშთაბით ის მეორე ადგილს იკავებს, პირველზე კი კარლოს მორტენსენია, რომლის საერთო სატურნირო მოგება $12 მილიონ დოლარს აჭარბებს.