სემ პანზიკამ WPT Main Event-ის მეორე ტიტული მოიგო

2017 წლის WPT Bay 101 Shooting Star-ის მეინ ივენთის მოგებით, სემ პანზიკამ WPT-ის ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება შეძლო. მისი პირველი WPT ჩემპიონობა გასული წლით თარიღდება, როდესაც ჯექსონვილში გამართული WPT Bounty Scramble მეინ ივენთის პირველი ადგილი აიღო. გარდა პოკერის მსოფლიო ტურისა, პანზიკა WSOP-ის 4 ოქროს ბეჭდის მფლობელია. მას ასევე მოგებული აქვს €10.000 ევროიანი EPT ჰაი როლერი. 

სემ პანზიკას ყოველი გამარჯვება განსაკუთრებით დრამატულ ხასიათს იმ მიზეზით ატარებს, რომ 2014 წელს მოთამაშემ Caesars Properties-გან სამუდამო ბანი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერცერთ WSOP-ის ივენთს ვერ დაესწრება, რომელზეც პირველი ადგილის ჯილდოდ ოქროს სამაჯურ იქნება დაწესებული. ასეთი მკაცრი სასჯელის დეტალური მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ პანზიკას მეგობრების განმარტებით ყველაფერი ალკოჰოლისა და კაზინოში მომხდარი ჩხუბის ბრალია. როგორც მოთამაშესთან დაახლოებული ჰაიროლერები ლონი ჰარვუდი და რაიან რისი ამბობენ, დანაშაულთან შედარებით სასჯელი გადაჭარბებული და ზედმეტად მკაცრია. სემ პანზიკას მხოლოდ WSOP Circuit-ის იმედიღა დარჩა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოთამაშემ $3 მილიონ დოლარზე მეტის მოგროვება შეძლო. 

WPT Bay 101 Shooting Star-ს რაც შეეხება, ფინალური ექვსეული საკმაოდ რთული კომპლექტაციის აღმოჩნდა. პანზიკასთან ერთად, აქ პოლ ვოლპი, რაინერ კემპე და ჩინო რიმი იმყოფებოდნენ. ჩინო რიმის გამაჯრვებას უამრავი გულშემატკივარი თუ ექსპერტი წინასწარმეტყველებდა, მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოთამაშე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდა ჩიპლიდერის პოზიციას. WPT-ზე მისი სამი გამარჯვება ასეთი ვარაუდების გამოთქმის საშუალებას ნამდვილად იძლეოდა. ყველაფრის მიუხედავად, ჩინო რიმმა ტურნირი მე-3 პოზიციაზე დაასრულა. პირველი და მეორე ადგილები, შეთანხმების საფუძველზე, სემ პანზიკამ და ანტონი სპინელამ გაიყვეს. ფინალური ექვსეულის საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება:

ადგილიმოთამაშეანაზღაურება
1სემ პანზიკა$1.220.000
2ანტონი სპინელა$939.610
3ჩინო რიმი$521.660
4პოლ ვოლპი$349.610
5დენის სტევერმერი$243.090
6რეინერ კემპე$188.460

 

რუმები

ქართული უცხოური