ფილ გალფონდის სასრიალო $15.000 დოლარად იყიდება
რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქცია მას აღარ ეკუთვნის, მაგრამ ლეგენდარული მოთამაშის ძველ სახლში დამონტაჟებული სასრიალოს შეძენა Craigslist-ზეა შესაძლებელი - სულ რაღაც $15.000 დოლარად. ჯერ კიდევ 2012 წელს, ფილ გალფონდმა ნიუ იორკში მდებარე პენთჰაუსის გაყიდვა გადაწყვიტა. მისი საწყისი ფასი $4.000.000 დოლარით განისაზღვრა. New York Post-ის ინფორმაციით, ომაჰას ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა სახლის გაყიდვა $3.3 მილიონ დოლარად მოახერხა.
გალფონდის პენტჰაუსის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ დუპლექსის ტიპის საცხოვრებელი ადგილის პირველი და მეორე სართულები ერთმანეთს სპეციალური სასრიალოთი უკავშირდებოდნენ. გალფონდის თქმით, მას ამ სასრიალოს დამზადება და დამონტაჟება $300.000 დოლარი დაუჯდა. როგორც ჩანს, ბინის ახალ მფლობელებს განსხვავებული გემოვნება აღმოაჩნდათ და სასრიალოს გაყიდვა Craigslist-ზე გადაწყვიტეს.
"არქიტექტურული შედევრი, რომელიც სპეციალურად დუპლექსის ტიპის ბინისთვის უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, ამჟამად საწყობში ინახება, - წერია Craigslist-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, - სასრიალო შექმნილია ხელით, გერმანელი სპეციალისტების მიერ. მოწყობილობა იშლება სამ ნაწილად, რომლის გამოყენება შესაძლებელია, როგორც დუპლექსის ტიპის ბინებში, ასევე საცურაო აუზებისთვის."
თავად ფილ გალფონდს მსგავსი გარიგებებისთვის ნამდვილად არ სცალია - მოთამაშემ პოკერის ახალი პლატფორმის სტარტისთვის ემზადება. მისი განცხადებით, ამჟამად სოფტის წვრილმან დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს, რათა პოკერ-რუმის გაშვების მომენტისთვის გაუთვალისწინებელი პრობლემები და რისკები მაქსიმალურად იქნას შემცირებული.
ფილ გალფონდის პენტჰაუსის სურათების ხილვა ქვემოთაა შესაძლებელი












