რაიან ჯონსი WSOP Circuit Rio Main Event-ის გამარჯვებულია
$1.675 დოლარიანი WSOP Circuit Rio მეინ ივენთის გამარჯვებული ამერიკელი რაიან ჯონსი გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის $269.327 დოლარი მიიღო. მისი გამარჯვება განსაკუთრებულ აღნიშვნას იმ გარემოებითაც იმსახურებს, რომ 2015 წელს მან კიდევ ერთი მეინ ივენთი - WSOP Circuit Cherokee მოიგო, $235.804 დოლარით პირველი ადგილისთვის. ჩრდილოკაროლინელი მოთამაშის კარიერული მოგება უკვე $840.000 დოლარს შეადგენს.
ტურნირზე საერთო ჯამში 945 მოთამაშე დარეგისტრირდა. საპრიზო ფონდმა დაახლოებით $1.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც პირველ 99 ადგილზე გადანაწილდა. ფულში შესვლა რამდენიმე ცნობილმა მოთამაშემ მოახერხა, მათ შორის იყვნენ: სტივ გროსი, ბენ კილაინი, რობერტ ჰენკინსი, ალენ კესლერი, ერიკ ლინდგრენი, კრის ჯონსონი, დენის ფილიპსი, ბრეტ შაფერი და არი ენგელი. მიუხედავად საპრიზო ადგილებზე გასვლისა, ფინალურ მაგიდაზე ვერცერთ მათგანი ვერ მოხვდა.
არი ენგელი რეკორდის გასამეორებლად და WSOP-ის 9 ოქროს ბეჭდის მფლობელებთან გასათანაბრებლად იბრძოდა, მაგრამ მან მე-14 პოზიციიდან დატოვა თამაში. 'ბატონის' პოზიციიდან, ენგელმა Q3-ით 17 ბიგ ბლაინდიანი ოლინი გააკეთა, რაზეც დენიელ ენგელსმა A8-ით უპასუხა. ბორდმა ენგელსს წყვილი მისცა, რაც კანადელისთვის ტურნირის დასასრულს ნიშნავდა.
ფინალური ჰედს-აპი ჯონსმა მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო, როდესაც 80.000/160.000 ლეველის პირობებში 11 მილიონიანი ბანკი მოიგო და ჯერემი ჯოზეფი სახლში გაისტუმრა: ჯონსმა პოზიციიდან 375.000-მდე გაზარდა, რაზეც ჯოზეფმა რირეიზით უპასუხა. საბოლოოდ, ჯონსმა AT-ით ოლინი გააკეთა. მიუხედავად მოწინააღმდეგის შემდგარი ხელისა, რომელსაც 88 ეჭირა, ბორდზე T დაიდო, რამაც მომავალ ჩემპიონს მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცა და ჰედს-აპის აშკარა ჩიპლიდერი გახდა. მიუხედავად ჯონსის სტეკის აშკარა უპირატესობისა, მისმა ფინალურმა მოწინააღმდეგემ, მურუზ იოჰანესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: მან სამჯერ გამოიცნო მეტოქის ბლეფი და სწორი ქოლი გააკეთა. "სამწუხაროდ, რივერზე რამდენჯერმე ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როცა იძულებული გავხდი ბლეფი გამეკეთებინა, - განმარტა მოგვიანებით ჯონსმა, - იმ კატეგორიის მოთამაშეებს არ მივეკუთვნები, რივერზე ცარიელი ხელით ჩექის მშვიდად გაკეთება რომ შეუძლიათ." საბოლოოდ, იოჰანესმა მაინც დაუშვა შეცდომა: J75 ფლოპზე მან 87-ით მთელი სტეკით გარისკვა გადაწყვიტა, რასაც QQ-ით შეიარაღებული ჯონსის სწრაფი ქოლი მოჰყვა. საბოლოოდ, ჯონსს $269.327 დოლარი, ხოლო იოჰანესს - $166.585 შეხვდათ.