ფრანგულ PokerStars-ზე უცხოელ მოთამაშეებს წვდომა შეეზღუდებათ
როგორც PokerStars-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსოფლიოს უდიდესი ონლაინ პოკერ-რუმი, 13 თებერვლიდან, pokerstars.fr-ზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მოთამაშეებს თამაშის საშუალებას აღარ მისცემს. აქამდე, PokerStars-ის განაწესის მიხედვით, საფრანგეთის გარეთ მყოფ მოთამაშეებს უპრობლემოდ შეეძლოთ pokerstars.fr-ზე თამაში, ამისთვის მხოლოდ ორი პირობა უნდა დაკმაყოფილებულიყო: ისინი აკრძალული ქვეყნებიდან არ უნდა ყოფილიყვნენ და ანგარიში ევროპაში მდებარე ბანკში უნდა ჰქონოდათ გახსნილი.
"ობიექტური მიზეზების გამო, რაც სათამაშო ბიზნესის მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის მცდელობას გულისხმობს, PokerStars იძულებულია გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს საფრანგეთში მყოფ მოთამაშეებს. 'პოკერსტარსის' იმ მომხმარებლებს რომლებიც საფრანგეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, თავისუფლად შეეძლებათ თამაში გააგრძელონ pokerstars.com-ზე ან ჩვენი რუმის მათი ქვეყნისთვის შესაბამის ოფიციალურ საიტზე. ჩვენ, როგორც წესი, მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას იმ მომხმარებლებს, რომლებსაც რაიმე ცვლილებები ეხებათ. ნებისმიერი სიახლის მიუხედავად, მოთამაშეებს უფლება ექნებათ გაანაღდონ PokerStars-ის ექაუნთებზე არსებული თანხა. ასევე, მათ საშუალება ექნებათ კვლავაც გამოიყენონ StarsCoin-ები ჩვენს მაღაზიებში არსებული პროდუქტის შესაძენად, ან რეალურ ფულში გადასაცვლელად" - ნათქვამია PokerStars-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
13 თებერვლის შემდეგ, Winamax ერთადერთი ონლაინ ოპერატორი იქნება, რომელიც ფრანგ მოთამაშეებს გარე სამყაროსთან დააკავშირებს. შეგახსენებთ, რომ PokerStars-მა უკვე დატოვა ავსტრალიური ბაზარი. კონკრეტულად მიზეზები იმისა, თუ რა გახდა ონლაინ ოპერატორის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ჯერჯერობით უცნობია.