ონლაინ პოკერის მიმოხილვა - ბილ პერკინსი ინტერნეტს იპყრობს
ამ მომენტისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ბილ პერკინსი პოკერის გულშემატკივრებისთვის ყველაზე მისაღები და საყვარელი პერსონაა - ამერიკელ მილიონერ ბიზნესმენს Twitch-ისა და Twitter-ის მომხმარებლებისთვის სპეციალური ფულადი პრიზები აქვს დაწესებული. პერკინსმა მისი 'ტვიტერის' 20 ფოლოუერს PokerStars Championship Bahamas-ზე უფასოდ თამაშის საშუალება მისცა, სამოგზაურო ხარჯებთან ერთად. ამჟამად ის ფრიროლების ორგანიზებითაა დაკავებული.
მიუხედავად აქტიური ქველმოქმედებისა, პოკერში დიდი სახელის მოპოვება წარმატებული კარიერის გარეშე წარმოუდგენელია. პერკინსი კი ყველას უყვარს, გულშემატკივარსაც და ოპონენტსაც. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი პოკერის აქტიური სესიის დროს ის 'საიდ ბეთები' და სანაძლეოებია, რაშიც ბიზნესმენი ხშირადაა ჩართული. მაგალითად: რამდენიმე კვირის წინ პერკინსი ბაჰამის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ $100.000 დოლარიან სუპერ ჰაი როლერ ივენთზე თამაშობდა. ტურნირიდან გავარდნილმა იგორ კურგანოვმა კიდევ კარგა ხანი იტრიალა მაგიდის გარშემო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბილ პერკინსს მაგიდაზე მყოფ მოთამაშეებთან სანაძლეოების მთელი სერია ჰქონდა წამოწყებული.
'საიდ ბეთების' გარდა, ბილ პერკინსი გასული სამი კვირის ყველაზე დიდი გათამაშებების მონაწილეც იყო. ის PokerStars-ის უმაღლეს ლიმიტებზე GASTRADER-ის სახელით თამაშობს და დღევანდელი ონლაინ პოკერისთვის შესაძლო უდიდეს დარიგებებში მონაწილეობს. მან LLinusLLove-ს ჯერ $111.530 დოლარიანი, შემდეგ კი $110.636 დოლარიანი ბანკი მოუგო. მესამე უდიდესი დარიგება პერკინსისთვის მარცხით დასრულდა: 1nvoker-ის ფულჰაუსის წინააღმდეგ ის, სავარაუდოდ, სთრეითით დამარცხდა და $104.469 დოლარიანი ბანკი დათმო.
მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეთა შორის $220.000 დოლარიანი პლუსით LLinusLLove ლიდერობს. ცნობილი მოთამაშეებიდან ათეულში ტიმოფეი კუზნეცოვი და ალექსანდრ კოსტრიცინი მოხვდნენ, მე-4 და მე-8 პოზიციებზე. წარუმატებელი მოთამაშეების ათეულს სათავეში ვიქტორ ბლომი უდგას, რომელიც ჯერჯერობით $174.000 დოლარის მინუსშია. მე-9 ადგილზეა დენი შტერნი, -$93.000 დოლარით.





