WSOP საზაფხულო ტურნირების სიას აქვეყნებს

World Series Of Poker-ის ორგანიზაციამ 48-ე საზაფხულო ფესტივალის სრული განრიგი გამოაქვეყნა. 2017 წლის WSOP 30 მაისს აიღებს სტარტს და 18 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალის მასპინძელი ამჯერადაც Rio All-Suite Hotel & Casino იქნება, რომელიც როგორც ტურნირის მონაწილეებს, ისე პოკერით დაინტერესებულ სტუმრებსა და გულშემატკივრებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს. 

წლევანდელი ზაფხული რამდენიმე ახალი ტურნირით იქნება გამორჩეული. მათ შორის აღნიშვნას შემდეგი ივენთები იმსახურებენ: 

ივენთი #2 - Tag Team No-Limit Hold'em Championship - სასტარტო კვირაში გაიმართება. მასში გუნდები ღებულობენ მონაწილეობას, რომლებიც 2 ან 4 მოთამაშით იქნებიან დაკომპლექტებული. ბაი-ინი თითოეული გუნდისთვის $10.000 დოლარის ოდენობით განისაზღვრა. ტურნირი კაზინოს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ივენთის პარალელურად გაიმართება. 

ივენთი #8 - $333 WSOP.com NL Hold'em - ტურნირი 3 ივნისს დაიწყება WSOP-ის ოფიციალურ გვერდზე. მასში მონაწილეობისთვის მოთამაშეებს 333 დოლარის გადახდა მოუწევთ. მონაწილეებს ნებისმიერი რაოდენობის რე-ბაის გაკეთების უფლება ექნებათ. 

ივენთი #23 - The Marathon NL Hold'em - ტურნირი 12 ივნისს დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძლდება. მოთამაშეები სტარტისთვის 26.200 ჩიპს მიიღებენ. თითოეული ლეველი 100 წუთი გასტანს. 5 დღის შემდეგ გავარდნას გადარჩენილი მოთამაშეები სტეკების შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.

ივენთი #39 - $1.000 NL Hold'em Super Turbo BOUNTY - ტურნირი 20 ივნისს აიღებს სტარტს. 20 წუთიანი ლეველების პირობებში მოთამაშეებს სწრაფი თამაში მოუწევთ, ხოლო ტურნირის თითოეულ გაგდებულ მონაწილეზე მისი ლიკვიდატორი $300 დოლარს მიიღებს. 

ივენთი #61 - $3.333 WSOP.com Online NL Hold'em - ზემოთხსენებული ონლაინ ტურნირის მსგავსად, ეს ივენთიც WSOP-ის ოფიციალურ გვერდზე გაიმართება. ამ შემთხვევაში ბაი-ინი $3000 დოლარით იქნება გაზრდილი. 

$10.000 დოლარიანი მეინ ივენთი 8 ივლისს დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება. რა თქმა უნდა, ტურნირის ფინალური მაგიდის გამო, მეინ ივენთი რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, ნოემბერში განახლდება. გასულ წელს WSOP-ის ისტორიაში ენტრანტების რაოდენობა რეკორდულ ციფრს მიაღწია - ყველა ივენთზე ერთად 107.833 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც 15.767 მათგანმა საპრიზო ადგილის დაკავება და ფულის მოგება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური