გასული კვირის ონლაინ პოკერის მიმოხილვა
2017 წლის მესამე კვირის მიწურულს შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ პოკერში აქამდე არსებული ბრძოლები მომავალშიც გაგრძელდება და მაყურებელს გასართობი ნამდვილად არ მოაკლდება. მიუხედავად იმისა, რომ პოკერის სამყარო ისეთი ლაივ ტურნირებით იყო გადატვირთული, როგორებიც Aussie Millions-ის და PokerStars Championship Bahamas-ის ფესტივალებია, 2017 წლის ინტერნეტ ომები აშკარად აქტიურ ფაზაშია შესული.
მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მასიური დარიგება ბილ პერკინსსა და ანდრაშ ნემეთს შორის გაიმართა: უნგრელი მოთამაშის $896 დოლარიან ბეთს, ბილ პერკინსისა და ფილიპ დოტილის ქოლი მოჰყვა. 9
8
3
ფლოპზე ნემეთმა $2.495-მდე გაზარდა, რაზეც პერკინსმა ოლ ინით უპასუხა. ბილ პერკინსს Q
Q
, ხოლო ანდრაშ ნემეთს A
J
აღმოაჩნდათ. 7
და 3
უნგრელისთვის ნეიტრალური კარტები აღმოჩნდა და $127.226 დოლარიანი ბანკი ბილ პერკინსს ერგო.
სამკვირიანი თამაშის შემდეგ 2017 წლის ყველაზე მომგებიანი მოთამაშე ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვია. რუს მოთამაშეს უკვე $300.000 დოლარი აქვს მოგებული, რაც მის კარიერულ მოგებას $2.2 მილიონ დოლარამდე ზრდის. მის უკან შვედი ლეგენდა, ვიქტორ Isildur1 ბლომია, რომელმაც მიმდინარე წელს $260.000 დოლარის გამომუშავება შეძლო.
ყველაზე წამგებიან მოთამაშეთა სიაში დენიელ ქეითსი და ალექსანდრ კოსტრიცინი მოხვდნენ. მინუსიანი მოთამაშეების სიის ერთ-ერთ 'მშვენებას' ლეგენდარული გას ჰენსენი წარმოადგენს, რომელმაც ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა მისი პოკერში დაბრუნების შესახებ, თუმცა, დანიელი მოთამაშე მაშინ ონლაინ პოკერში მის გამოჩენას კატეგორიულად უარყოფდა. როგორც ჩანს, ჰენსენმა ცდუნებას ვერ გაუძლო და $25/$50 ლიმიტზე დაიწყო თამაში. მისი წლევანდელი წაგება მხოლოდ $62.378 დოლარს შეადგენს.





