დოილ ბრანსონი კიდევ ერთი დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს

დიდების დარბაზი დოილ ბრანსონისთვის უცხო ნამდვილად არაა - პოკერის ლეგენდა უკვე 29 წელია, რაც WSOP-ის Poker Hall Of Fame-ის წევრის სტატუსს ატარებს. მიუხედავად ამისა, ბრანსონი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი სპორტული კარიერა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დასრულდა, 2017 წელს წამოეწეოდა და კიდევ ერთხელ შეახსენებდა თავს. 'ტეხასელი დოლი', როგორც მას პოკერის სამყაროში იცნობენ, Big Country Athletic Hall of Fame-ში აირჩიეს. 

სანამ ბრანსონი აზარტულ სპორტში სახელს გაითქვამდა და პოკერის ბიბლიად წოდებულ 'სუპერსისტემას' გამოუშვებდა, ის ჰარდინ-სიმონსის უნივერსიტეტის კალათბურთისა და სპრინტერთა გუნდის წევრი იყო. უნივერსიტეტის გარდა, ბრანსონი ტეხასის საკალათბურთო ნარკებშიც ირიცხებოდა. სამწუხაროდ, კალათბურთელმა მუხლის ტარვმის გამო კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო, რის გამოც მუდმივ შეჯიბრს მიჩვეული ახალგაზრდა იძულებული გახდა საკუთარი შესაძლებლობები ნაკლებადაქტიურ, მაგრამ ასევე აზარტულ საქმეში მოესინჯა. სწორედ ამ მიზეზით შეიძლება მისი მუხლის დაზიანება გარდამტეხ და მის ცხოვრებაში ერთ-ერთ იღბლიან მომენტად ჩაითვალოს. ბრანსონმა WSOP-ის 10 ოქროს სამაჯური მოიგო, საიდანაც 3 მათგანი მეინ ივენთზე აქვს მოგებული. სატურნირო კარიერაში მან $6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც არაფერია წლების განმავლობაში მის მიერ ქეშ-გეიმებზე დაგროვილ თანხასთან შედარებით. 

მისი სპორტული კარიერის აღსანიშნავი მომენტები მოიცავს: ტეხასის შტატის კოლეჯებში საუკეთესო სპრინტერის ტიტულს, რომელიც ბრანსონმა 1 მილის 4 წუთსა და 38 წამში დაფარვისთვის მიიღო; რაც მთავარია, 28 საკალათბურთო მატჩში 428 ქულის გამომუშავების შემდეგ, ბრანსონი ტეხასის შტატის წლის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ იქნა დასახელებული. 

რუმები

ქართული უცხოური