დენიელ ნეგრანუ ძაღლის გარდაცვალებას გლოვობს

ლეგენდარული კანადელი მოთამაშე ძაღლის გარდაცვალებას გლოვობს. 'კიდ პოკერის' დიდი ხნის მეგობარი, სახელად 'მუშუ' პარასკევს გარდაიცვალა, როდესაც მოთამაშე PokerStars Championship Bahamas $25.000 დოლარიანი ჰაი როლერის ფინალურ მაგიდაზე იბრძოდა. 

ნეგრანუმ მისი ოჯახის ბინადრის გარდაცვალების შესახებ 'ტვიტერზე' დაწერა. როგორც ირკვევა, ძაღლი სახლის ეზოში განთავსებულ საცურაო აუზში ჩავარდა. პოკერის ცნობილმა მოთამაშეებმა, მათ შორის დოილ ბრანსონმა, კოლეგას მაშინვე მიუსამძიმრეს: "მე ზუსტად ვიცი როგორი შეგრძნებაა ძაღლის დაკარგვა. მე და ჩემს მეუღლეს სულ ახლახანს გარდაგვეცვალა ძაღლი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი ოჯახის წევრი იყო" - წერს ბრანსონი 'ტვიტერის' გვერდზე. 

"მისი ასაკისა და ავადმყოფობის გათვალისწინებით, ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდებოდა, - ამბობს დენიელ ნეგრანუ, - მაგრამ ასეთ დასასრულს ნამდვილად არ ველოდი. მუშუ არასდროს გაჰკარებია ჩვენს ბასეინს. 17 წლის განმავლობაში წყლიან ადგილებს არც კი უახლოვდებოდა. სრულიად მოულოდნელად კი, დილის 2 საათზე ის საცურაო აუზში დაიხრჩო."

მიუხედავად რთული დარტყმისა, ნეგრამუმ $25.000 დოლარიანი ჰაი როლერის ფინალური მაგიდა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შედეგიანად ითამაშა: ფინალური დღე შორტ სტეკის სტატუსით დაიწყო, მაგრამ მეხუთე ადგილამდე მიღწევა და $268.780 დოლარის მოგება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური