დენიელ ქეითსი "2+2 ფორუმის" მომხმარებელს დაუპირისპირდა
დენიელ ქეითსმა, წარმატებული მოთამაშის კარიერის გარდა, სკანდალური იმიჯითა და უხეში საუბრის მანერითაც გაითქვა თავი. განსაკუთრებით მტკივნეულად მოთამაშე წამგებიან სესიებზე რეაგირებს. ვიქტორ Isildur1 ბლომთან გამართული 5 საათიანი ჰედს-აპის შემდეგ, ქეითსის აგრესიის დონე აშკარად საგრძნობი გახდა. სესიის განმავლობაში ქეითსი ხშირად წერდა შვედი მოთამაშის იღბლიანობისა და ცუდი თამაშის შესახებ. $400/$800 ლიმიტზე 'ისილდურმა' $214.000 დოლარის მოგება შეძლო, რის შემდეგაც ქეითსმა ჩათის გრაფაში რამდენიმე, მსუბუქად რომ ვთქვათ, არამეგობრული ფრაზით მიმართა თავის მეტოქეს: "იმედი მაქვს მოკვდები, ნაძირალა!"
მოთამაშის განსაკუთრებული გაღიზიანება "2+2 ფორუმზე" გამართულ დისკუსიას მოჰყვა, სადაც ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელი, WTF5 ქეითსის შესახებ წერდა: "დარწმუნებული ვარ ულიმიტო ჰოლდემის, ან პოტ ლიმიტ ომაჰას ჰედს-აპზე ქეითსს გაანადგურებენ. ის მართლაც კარგია, მაგრამ არა ერთ-ერთი საუკეთესო. მის წინააღმდეგ 5 ტოპ რეგულარი რომ ათამაშო, ქეითსის ყველა შანსი განოლებული იქნება." ფორუმის NVG განყოფილებებში (News, Views and Gossip) მოთამაშეების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და მათი დაცინვა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ არა დენიელ ქეითსის შემთხვევაში.
"სიამოვნებით მივიღებდი შენს გამოწვევას, - უპასუხა ამერიკელმა მოთამაშემ ფორუმელის ბრალდებას, - შეგიძლია აარჩიო 5 საუკეთესო მოთამაშე ჰოლდემის ან ომაჰას ფორმატში და დამიჯავშნო ადგილები. თუმცა, მეეჭვება 5 ისეთი ადამიანის მოძებნა რომ შეძლო, ვისაც ჩემთან თამაში ენდომება. სხვათაშორის, ჩემს მოგებებს რაც შეეხება, პატარა გრაფიკის ჩვენება შემიძლია."
მართლაც, რამდენიმე საათში, კრიტიკოსების მოსაზრებების გასაქარწყლებლად, დენიელ ქეითსი საკმაოდ შთამბეჭდავი გრაფიკით დაბრუნდა:






